ვაიმარის ფაიფური
ქეთევან ასათიანი
სოფიო ბერიაშვილი
ნინო ახალაძე 
იოჰან ვოლფგანგ გოეთე თაყვანს სცემდა მას: “ ის საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება შექმნას ადამიანის ხელმა.” 
ვაიმარის ფაიფური ცნობილია როგორც 21-ე საუკუნის ფაიფურის შექმნის ხელოვნება. ის ჩამოყალიბდა 1790 წელს, უკვე 220 წლიანი გამოცდილება აქვს და “თეთრი ოქროს” სახელითაა ცნობილი. 1780 წელს Andreas Wilhelm Speck- მა აღმოაჩინა რომ მას მიწისა და ქვისგან ფაიფურის წარმოება შეეძლო.
მალე ეს ფაიფური მთელს ევროპაში გახდა ცნობილი და მოთხოვნადი. ცოტა ხანში კი მთელმა ვაიმარმა აღიარა ამ ფაიფურის სიდიადე. მან 1797 წელს ჰპოვა პირველი წარმატება ლაიფციგის გამოფენაზე. 1816 წლიდან ფაიფურის ქარხანაში დასაქმებული იყო 155 ადამიანი. 1817 წელს ეს ქარხანა, მაგრამ ის მალევე აღადგინეს.
Christian Andreas Speck- ის გარდაცვალების შემდეგ ქარხნის გაძღოლა Gustav Vogt- მა იტვირთა. შეიქმნა ისეთი ნაკეთობები, რომლის შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ ეს სამოქალაქო რევოლუციის დროინდელი იყო. 1847 წლიდან ქარხანა Fasolt-ების ხელში გადადის. ქარხანა მდიდრდებოდა ტექნიკით, რაც მისი ხარისხის ამაღლებას უწყობდა ხელს. მალევე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ბევრი თანამშრომელი გაიწვიეს ფრონტის ხაზზე. ომის დასრულების შემდგომ ძნელი იყო ქარხნის თავიდან აყვავება, მაგრამ მათ ეს მაინც შეძლეს.
ამიტომაც მოხდა, რომ ამ დროისთვის ვაიმარის ფაიფური ცნობილი და დაფასებულია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
ვაიმარის ფაიფური გამოირჩევა ფორმით, ხარისხითა და დიზაინით. გემოვნების ცვლილებასთან ერთად მისი დიზაინიც იცვლება და ამიტომ ის ყოველ დროში ინარჩუნებს პრესტიჟულობას. ფაიფურის ნაკეთობებს ყოველთვის აქვთ წარწერა- “Made in Germany”. უკვე მე-19 საუკუნიდან ჰერცოგები თავიანთ საპატიო მაგიდას ამ ფაიფურით აწყობდნენ.
ვაიმარის ფაიფური ერთერთი უძვირფასესია მსოფლიოში არამხოლოდ თვით ფაიფურის ხარისხის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ბევრი ნაკეთობა ნამდვილი ოქროთია მოხატული.
ცალკეული თეფშები, ჭიქები თუ სერვიზები ხელით იხატება ოქროთი. ზოგიერთ ნაკეთობაზე 5 გრამამდე ოქრო შიძლება დაიხარჯოს.
ფაიფურის ჭურჭელი ძალიან მაღალ ტემპერატურაზე უნდა გამოიწვას 40 წუთის განმავლობაში იმისათვის, რომ საბოლოო სახე მიიღოს.
ყველაზე ცნობილი დეკორაცია “ვაიმარის ვარდი” არის ვაიმარის კულტურული სიმბოლო.
ის ითვლება ვაიმარის რომანტიკის მიმართ სიყვარულის გამოხატულებად. თუ დეკორაცია და ფორმა დროს არ შეესაბამება, ეს მის პოპულარობას ვერ აყენებს ზიანს. ვაიმარის ფაიფური ითვლება გერმანიის და მთელი ევროპის უძველეს ნიშნად. აქ ვხვდებით იდეალურ კავშირს ტრადიციულ ფორმებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს შორის. 
200-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ვაიმარის ფაიფური მუდამ ,,მოდურია”.
ერთი მხრივ, ის ინარჩუნებს თავის კლასიკურ, მდიდრულ იერსახეს, მეორე მხრივ კი, იქმნება ვაიმარის ფაიფურის თანამედროვე დიზაინის ჭურჭელი, რომელიც 21-ე საუკუნის ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. 
სწორედ ამიტომ, 1790 წლიდან-დღემდე, ვაიმარის ფაიფური დიასახლისებისთვის შეუცვლელი ფუფუნებაა.
თორნიკე ჭელიძე
“იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკლინტზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკლინტზე ქალაქი აშენდებაო.” – ბესიკ ხარანაულის მიერ დაწერილი ეს ფრაზა, მე პირადად, რატომღაც, დღევანდელ საქართველოს მაგონებს. შესაძლოა, ამ სტატიის მკითხველ, ვინმე “ჩოხიან დადაისტს” საკუთარი სამშობლოს აწმყოს ასეთი გაბაიბურება არ მოეწონოს და რიტორიკულად იკითხოს, თუ რად გავუჩნდი, მე, ჩემს დედას, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და სკლინტით აშენებულ ქვეყანაში თუ არა, აკაკის მიერ შეფურთხებულ საქართველოში ისევ ისეთი სრული განცხრომით ვცხოვრობთ (ყველა თუ არა, ძალიან ბევრი) და მხოლოდ სუფრაზე გვახსენდება, რომ არსებობს მცნებები: სამშობლო, ადამიანობა, ერთმანეთის გატანა და მოყვაისის სიყვარული, რომელსაც ზოგი წინაპრების შემდეგ ადღეგრძელებს, ზოგი კი – მიცვალებულებისა და სიცოცხლის შემდეგ მოილევს ამ საქმეს. (თამადას გააჩნია, სხვა ვარიანტებიც არის). მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აბზაცის წაკითხვის დროს, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რას ვროშავ, მაგრამ ეხლა კონკრეტულ ფაქტებს მოვიხმობ და…
ახალი წელი მოახლოვდა და თბილისი ისეა მორთული, როგორც საბავშვო ზეიმზე დადგმული ნაძვის ხე. მერე რა?! ამაში ხო არაფერია ცუდი?! – არა, მაგრამ ცუდი იქ არის, სადაც ჯერ არს… ალბათ, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს ყველას ახსოვს, (თუმცა ჯურნალისტიკაში მიღებულია პრინციპი, რომ არავის არაფერი ახსოვს და ჩვენ უნდა გავახსენოთ) თუ როგორი აღტაცებით დაამონტაჟეს წმინდა გიორგის მონუმენტი თავისუფლების მოედანზე, მაშინ მთელ ერს ეგონა, რომ ეს ქმნილება დარჩებოდა, როგორც სიმბოლო საქართველოს მართლმორწმუნეობისა და წმინდა გიორგის მფარველობისა ჩვენზე, თუმცა სულ რაღაც ორი კვირის წინ, ეს მონუმენტი საახალწლო მანათობლებით მორთეს და გავიგეთ, რომ წელიწადში ერთხელ ბრჭყვიალა, დიდი სათამაშოს ფუნქციასაც ითავსებს, ხოლო სვეტის თავზე მდგარი წმინდა გიორგის ქანდაკება საბჭოთა “Элка” ზე დამაგრებულ ვარსკვლავს მოგვაგონებს. (იდეურად და არა ვიზუალურად). რწმენის ასეთ დონეზე დაყვანას, სჯობს, რომ არ გწამდეს!
დღესასწაულებთან დაკავშირებით, რესტორნებსა და ბარებში ისეთი ფასები დაწესდა, რომ კარგი იქნება, თუ იქ შესულ ადამიანებს ფულის მომჭრელი მანქანაც თან ექნებათ. მაგრამ თუ ეს დანადგარი არ მოეპოვება და ვინმეს იმდენად დიდი ჯიბე აქვს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მიაბარეს, მანდ შეინახეო, მაშინ შეუძლია “მენიუ” მოითხოვოს.
აი, აქ უკვე მეორე პრობლემა გამოდის ასპარეზზე. რადგან მარხვაა და საქართველოში ათეისტიც მარხულობს, (მოდაზე აყოლით, ან გახდომის სურვილით) ისინი ხორცის მირთმევას ერიდებიან, მაგრამ აბა რა ქნან? წყალზე და პურზე, თუნდაც მარხის დროს, ვის უნავას ქართველი კაცი?! (ფსევდოქართველი) ამიტომ შეუკვეთავენ სამარხვო ხინკალს, სამარხვო კატლეტს, სამარხვო ხბოს ნეკნებს და ასე დაითენებენ თავზე ახალ წელს. არადა, ახლა მომაგონდა, როდესაც მამა გაბრიელთან მრევლის წევრი მივიდა მარხვის დროს, მამა გაბრიელმა გამოიღო ხორცი, შეწვა და ჭამა დაიწყო, ხოლო მრევლის კითხვაზე თუ რატომ მიირთმევდა ბერი ხორცს ასეთ ჟამს, მამა გაბრიელმა უპასუხა, რომ მთავარი არ არის, ადამიანი რას მიირთმევს და რას არა, მარხვის დროს, იმ ადამიანზე გადმოდის მადლი, ვინც ჩაუფიქრდება თავის ცხოვრებას, ცოდვებს, ვინც ეცდება შეიცნოს გზა უფლისა და გაყვეს მას, ხოლო ამის შემდეგ უნდა დაიცვას საკვების მიღების წესი… დღევანდელ რეალობაში კი,რატომღაც, პირიქითაა.
მე უკვე წარმოდგენილი მაქვს დაახლოებით როგორი სახის დღესასწაულს შემოგვთავაზებენ ტელე გადაცემებიც 31 დეკემბერს. ალბათ ხუანი და კასანდრა (ან მარია) დაქორწინდებიან 8 საატის ინფორმაციამდე, შემდეგ დაიწყება სახალისო ინფორმაციები და ერთი უარყოფითი ხასიათის ნიუსიც კი არ მოხვდება სიუჟეტების ბადეში, იფიქრებ კიდეც, რომ ნეტა სულ ახალი წელი იყოსო. დაახლოებით 10 საათიდან დაიწყება “პროფილი”, “ნანუკას შოუ” და სხვა “რაღაცები”. ბევრს იხტუნებენ, იცეკვებენ, სიმღერითაც დაიღლიან ხმის იოგებს და კიდევ მეტად მოგვაჩვენებენ, რომ ცხოვრება მშვენიერია, რომ საკმარისია იცოცხლო და იმღერო – ტრალა ლა ლა ლა ლაააა ! და შენნაირ მოკვდავს ესეც ეყოფა. გვიან ღამით, პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვა დაიწყება პალიასტომის ტბიდან, ქვემო ფარცხანაყანებიდან ან პენსიონერთა საოჯახო სუფრიდან, შესაძლოა, ლაპლანდიაშიც ჩავიდეს და, თოვლის ბაბუასთან ერთად, მოგვილოცოს ახალი წელი, რომ ჩვენი ქვეყანა იმდენად წინ წავიდა, სიკვდილიც აღარაა საჭირო, რადგან პირდაპირ სამოთხეში ვცხოვრობთ. ასეთ გამოსვლებზე ყოველთვის მახსენდება სადღაც ამოკითხული სტალინის ფრაზა, როდესაც 1938 წლის დამდეგს, რადიოს პირდაპირი ეთერით, მან მიმართა საბჭოთა მოსახლეობას: Товарищи, жизнь стало лучше, жизнь стало весельее…
არის უამრავი თემა, რითაც მართლაც ამ დღესასწაულებზე, არც მე გავიფუჭებ ხასიათს და არც სხვას ავაფორიაქებ, მაგრამ ისევ და ისევ…
შესაძლოა ამ ფრაზას გამართლებაც მოუძებნონ და თქვან, რომ ასეც რომ იყოს, ხომ ნათქვამია: “ვარდთა და ნეხვთა, ვინათგან მზე სწორედ მოეფინებისო”, მაგრამ დღევანდელი ყოფა მაინც ერთ რამეს მაგონებს ჯიუტად: -
“იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკლინტზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკლინტზე ქალაქი აშენდებაო.”
თორნიკე ჭელიძე
28. 12. 2009.
გიტარა
ავტორი: გიგა ხახუტაშვილი
წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა Blues ან როკმუსიკა გიტარის გარეშე? სწორედ ამის გამო დავინტერესდი ამ საკრავის ისტორიით და, თუ ნებას მომცემთ, მოძიებულ მასალას თქვენც გაგაცნობთ.
სიტყვა “გიტარა” არაბული წარმოშობისაა და უფრო გვიანდელი ტერმინია, ვიდრე თვით საკრავი.
გიტარის ფორმის მუსიკალური საკრავის გამოსახულებები ჯერ კიდევ ეგვიპტის უძველეს პირამიდებზე გვხვდება. მისი წინამორბედები გავრცელებული იყო აზიაში, კერძოდ სირიაში, ბაბილონსა და ფინიკიაში.
გიტარის ისტორიის საკითხებზე ორგვარი აზრია გამოთქმული:
1. გიტარა წარმოიშვა ასირიული ლუთნისგან, რომელიც გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში, სპარსეთსა და არაბეთში. შემდეგ მავრებმა შეიტანეს ესპანეთში.
2. გიტარა მომდინარეობს ბერძნული კითარიდან, მას ჯერ “კიტარა” ერქვა, შემდეგ “ფიდიკულა” და მხოლოდ 16-ე საუკუნეში მიიღო ის სახელწოდება, რომლითაც დღეს ვიცნობთ.
საგიტარო მუსიკამ უდიდეს განვითარებას მიაღწია პორტუდალიის მეფის დონ პიედროს (15-ე საუკუნე) მმართველობის ხანაში, რაც მომდევნო საუკუნეებშიც გაგრძელდა. 16 – 17-ე საუკუნეებში გიტარა დიდი მოწონებით სარგებლობდა საფრანგეთში და ცნობილია, რომ “მეფე მზე” ლუი მეთოთხმეტე ხელს უწყობდა და მფარველობდა შემსრულებლებს.
მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან საესტრადო ხელოვნების ცხოვრებაში ახალი ეპოქა დადგა. ტექნიკურმა პროგრესმა აღმოფხვრა გიტარის ერთადერთი ნაკლი – დაბალხმოვნობა – რაც მას საუკუნეების მანძილზე ჩრდილში აყენებდა. ექვსსიმიანმა გიტარამ შეაღწია საესტრადო და ჯაზურ მუსიკაში, წამყვანი ინსტრუმენტი გახდა როკ-ბენებში. მსოფლიომ გაიცნო ბლუზისა და როკის დიდოსტატები, ელექტროგიტარის ვირტუოზი შემსრულებლები.
გიტარამ დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის და ბლუზის განვითარებაში. მსოფლიოს ტალღასავით გადაუარა მისმა რითმებმა. აღსანიშნავია, რომ ფაშისტური დიქტატურის პირობებში გერმანიში აკრძალული იყო ჯაზური მუსიკა, როგორც “დაბალი რასის ბარბაროსული ხელოვნება”. თუმცა 50-იანი წლებიდან არიული რასის წარმომადგენლებიც დაინტერესდენენ მუსიკის ამ ახალი მიმდინარეობით.
მუსიკის ისტორიამ მრავლად შემოგვინახა გიტარის ჯადოქრები, რომელთაც მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდა. მათ შორის კი გამორჩეულები არიან ჯიმი ჰენდრიქსი, ჰადი ლიტბეტერა, ლონი ჯონსონი, ბლაიდ ბლეიკი და ა.შ.
ვეტერინარობიდან ჰოლივუდამდე
სოფო პერტაია
ყევლაფერი ფიქრით იწყება, ფიქრს ოცნებამდე მივყავართ,მიზნის მისაღწევს გზებს გვაჩვენებს, ჩვენში ამბიციებს იწყვევს და გვეძლევა საშულაება ოცნება რეალობად ვაქციოთ. ამბობენ ბავშვობის ბავშვობის პირველი გაცნობიერებული ნატვრა აგვიხდებაო, თუ იშრომებ და შეეცდები მიზნის დასახვას მწვერველზე ახვალო, ეს ოცება ყველაზე ახლოსაა შენთან და შენს რეალობას გამოხატავსო, თუმცა რას აღარ ამბობენ . . . არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მისთვის წარმოუდგენელ პროფესიას უკავშირებენ თავიანთ ცხოვრებას. შწორედ ასე იყო სმირნაში დაბადებული გოგონას ისტორია, რომელსაც ვეტერინარობა სურდა და ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა.
ჯულია რობერტსი თვის პატარა ოთახში ცხოველებს ანსახიარებდა და გენიალური ფილმების მთავარი ოილს შემსრულებელი გახდა. დღეს უკვე, როგორც Best Actrees, Best Cast, Real Pretty women- სახელებით მოიხსენიებენ.
ღია ფერის კანი, ტალღოვანი წაბლისფერი თმები, თაფლისფერი თვალები და მაკიაჟით დაფარული სახე საზოგადოებისათვის ძალზედ ცნობილ სახეს წარმოადგენს.
მისი ცხოვრება მართლაც რომ საინტერესოა: ვეტერინარობიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, იქიდან კი პირდაპირ ჰოლივუდში, კარიელის მწვერვალიდან კი დღეს უკვე ოჯახში.
ხშირად ცხოვრება ისე გადის, რომ შესაძლოა ვერ ავიხდინოთ ოცნება, თუმცა ერთმა პოლონელმა მეცნიერმა თქვა : რომ აიხდინო შენი ოცნება, ჯერ უნდა იოცნებო და ითამაშო სმყაროში შენი მომავალი როლი, შემდეგ კი აღმოაჩენ სამყაროს ცვლილებას და მიზანს აუცილებლად მიაღწევო.
ვიოცნებოთ დღეს, რომ მივაღწიოთ წარმატებას ხვალ და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენთვის სასურველ სამყაროში.
მარჯანიშვილის თეატრის ისტორია
ქეთევან ასათიანი
რამდენად ხშირად სტუმრობენ ქართველი ახალგაზრდები თეატრებს?.. ამ კითხვაზე პასუხი ყველამ კარგად ვიცით და ალბათ ამიტომაც გვრცხვენია.. შედეგად რა? პასუხისთვის თავის არიდება თუ თავის მართლება? –არა, მთლად მასეც არაა ჩვენი საქმე, ნაწილი ახალგაზრდებისა თეატრის გარეშე ვერ ცოცხლობსო. ფაქტი ჯიუტია, სიმართლე კი-მწარე. დღევანდელ დღეს, გარკვეულწილად, მივიწყებას მიეცნენ ჩვენი დიდი მსახიობები. (რეჟისორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ). სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა თბილისში მოქმედ ერთ-ერთ თეატრზე დამ მის დამაარსებელ- კოტე მარჯანიშვილზე. 
კოტე მარჯანიშვილმა 1928 წელს შემოიკრიბა ნიჭიერი მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, რეჟისორები და ქუთაისში შექმნა ქართული სახელმწიფო თეატრი. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ეს თეატრი ბათუმშიც წარადგენდა ხოლმე სპექტაკლებს. სწორედ აქ ჩატარდა “ყვარყვარე თუთაბერის” პრემიერა. პირველი სეზონისთვის მზადება ისეთი დაძაბული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მომზადებას ადარებდა. პრემიერამ იმდენად დიდი წარმატება ჰპოვა, რომ ხალხი თბილისიდან ქუთაისში არამხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზე ჩადიოდა. პირველ სეზონში დადგეს ლოპე დე ვეგას “ცხვრის წყარო”, ბერნარდ შოუს “წმინდა ქალწული”, შალვა დადიანის “კაკალ გულში”, კარლო კალაძის “როგორ”, კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტა” და პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”. პირველ წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა დასს, უამრავი ნიჭიერი და ცნობილი მსახიობი ამშვენებდა: ვერიკო ანჯაფარიძე, მერი დავითაშვილი, სოფიკო ვაჩნაძე, სესილია თაყაიშვილი, ტასო აბაშიძე, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდე ჟორჟოლიანი, უშანგი ჩხეიძე და სხვანი. ვგონებ, ამის შემდეგ ყველასთვის ნათელია, თუ რა დონის სპექტაკლები იდგმებოდა “მარჯანიშვილში”. ასეთ დასზე მხოლოდ თუ იოცნებებდა ბევრი იმდროინდელი თეატრი. თეატრმა პირველი ტურნე 1930 წელს ჩაატარა ხარკოვსა და მოსკოვში. საბჭოთა კავშირის პირველმა მეცნიერ-მინისტრმა, ანატოლი ლუნაჩარსკიმ, უმაღლესი შეფასება მისცა თეატრს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტამ”, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სწორედ კოტე მარჯანიშვილი გახლდათ. 
მან 26 სპექტაკლი დადგა და ეს სულ რაღაც 5 სეზონში მოესწრო. ხარკოვისა და მოსკოვის შემდეგ თეატრმა გასტროლები თბილისში ჩაატარა. ამის შემდეგ კი მთავრობის 1930 წლის დადგენილებით, მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი თბილისში გადმოიყვანეს, სახელწოდებით- მეორე ქართული სახელმწიფო დრამის თეატრი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. თეატრი ზუბალაშვილების სახალხო სახლში დასახლდა, სადაც ის დღემდე მდებარეობს. 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც თეატრს სათავეში ჩაუდგნენ მისი მოწაფეები- უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი. მეორე მსოფლიო ომის წლებში თეატრში დაიდგა პატრიოტული პრესები: ლევან გოთუას “მეფე ერეკლე”, გიორგი მდივანის “პარტიზანები”, კონსტანტინე სიმონოვის “მელოდე”, მიხეილ ჯაფარიძის “ჟამთაბერის ასული” და ლევან გოთუას “უძლეველნი”. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ შექსპირის დრამატურგია მარჯანიშვილის თეატრში. იდგმებოდა “ოტელო”, “ჭირვეული ცოლის მორჯულება”, “რომეო და ჯულიეტა”, “მეთორმეტე ღამე”, “რიჩარდ მესამე”, “აურზაური არაფრის გამო”, “მაკბეტი” და ა.შ.
მარჯანიშვილის თეატრში მოგვიანებით გიგა ლორთქიფანიძემ დადგა რამდენიმე სპექტაკლი. მათ შორის აღსანიშნავია კარლო გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი”, ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს”. თემურ ჩხეიძემ პირველი დადგმა 1976 წელს განახორციელა. ეს იყო ჰენრიკ იბსენის “მოჩვენებანი”. შემდეგ ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. 10 წლის განმავლობაში მან დადგა ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”, მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”. ვფიქრობ, არ იყო ცუდი ძველი დროის გახსენება და იმ გზისთვის თვალის გადავლება, თუ როგორ მოვიდა მარჯანიშვილის თეატრი აქამდე.
გზა ,,გოლგოთამდე” :)
სოფო პერტაია
ნაძალდევის რაიონიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსამდე არც ისე მცირე მანძილია. სახლიდან გამოსული უცნაურად ვათვალიერებ არემარეს და თითქოს პირველად დავაკვირდი ასე დაჟინებით გარემოს. ჩემ მიერ ამ ერთი შეხედვით ,,დატკეპნილ’’ ქუჩას უამრავი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონია. დადიანის ქუჩა საკმაოდ გრძელია. მივყვები მას და ძალიან ბევრ ვისთვის საინტერესო, ვისთვის კი სრულიად უინტერესო ფაქტს ვაწყდები. აქ დიდი Vissol-ის ბენზინგასამართი სადგურია, სადაც მანქანების გამუდმებულ რიგს აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას, თუმცა საინტერესოა რატომ არის აქ გამუდმებით ამდენი მანქანა. ფასები? მხოლოდ დიზელის ფასია მითითებული, 1.05 თ, როგორც ჩანს მომხმარებლისათვის მათი ფასები მისაღებია, ალბათ სწორედ ამიტომაა დიდი რაოდენობით რომ ითხოვენ საწვავს. მომსახურებაც არცთუ ისე ცუდია… ამ მცირე თუ დიდი ბიზნესის კერას რომ გავცდებით ერთი პატარა ბუტიკი დგას, სადაც ასე შუახნის ქალბატონი გამუდმებით კლიენტს ელოდება და თითქმის ცარიელ მაღაზიაში იწვევს გამვლელს. ბუტიკს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კვალი დასტყობია. ქალბატონს ჩემი გამოჩენა გაუხარდა , სათნო სახითა და მშვიდი ხმით მეც ,,მიმიპატიჟა’’ ნახევრად ცარიელ მაღაზიაში და შემოსათავაზებელი რომ ვერაფერი შეარჩია მზესუმზირაზე მანიშნა და შეაქო კიდეც… ზრდილობისათვის რამდენიმე ჭიქა ვიყიდე და ნავაჭრით მცირედით გახარებული ქალბატონი უკან მოვიტოვე. მანქანების მოძრაობა ხმაურს იწვევს, ქალაქისათვის დამახასიათებელი მტვერი კი სასუნთქ გზებს კრავს… გაჩერებებზე ავტობუსის მოლოდინში მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეკრებილა, ზოგი ტელეფონზე საუბრობს, ზოგი მუსიკის მოსმენით ცდილობს დროის გაყვანას, ზოგიც კი ხმამაღლა გამოთქვამს უკმაყოფილებას ავტობუსის დაგვიანების გამო. გზის მეორე მხარეს გადავედი. აქეთ განსხვავებული სიტუაცია და ატმოსფეროა. სუპერმარკეტს ბანკი მოსდევს, ბანკს ხილ-ბოსტნის მაღაზია… ხალხმრავლობა და ფუსფუცი აშკარად შეიმჩნევა.
ერთი ქალბატონი კი გარეთ სავაჭროდ გამოსულ გამყიდველს მწვანილის ფასის დაკლებას სთხოვს, დათანხმების შემდეგ მცირედით გახარებულმა კლიენტმა გამყიდველს ხურდები ჩაუთვლა. ,,სახალხო ბანკში“ რიგები შესასვლელიდან იწყება, პენსიებს არიგებენ და განსაკუთრებული მოთხვონა სწორედ ამით აიხსნება… რეკლამებს უკეთებენ ყველაფერს: ყველს, ხორცს, ფარშს, ჯიგარს… პოსტერის შეკვეთა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც კლიენტის მოსაზიდად სუპერმარკეტის მფლობელებს ყურადღების მისაქცევად ,,ხელთნაკეთი’’ წარწერები აქვთ გაკრული, სადაც ახალი ხორცისა და ყველის რეკლამის გარდა მათ დაბალ ფასებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული… ნაძალადევის მეტროსთან ჩვეულებრისამებრ ხალმხრავლობაა. მზესუმზირის გამყიდველი ქალბატონი სიცივისაგან შეშმუშნულა და ხელებს იფშვნეტს. ახალგაზრდა ყმაწვილი კი გამუდმებისთ საათზე იხედება, აშკარაა რომ ვიღაცას ელოდება. გზას განვაგრძობ და ვფიქრობ რომ უნივერსიტეტამდე კიდევ ბევრ ფაქტს წავაწყდები. სათამაშო კლუბები, ავტოსკოლები, სალონები,მაღაზიები ერთმანეთს ენაცვლება, სწარაფი ობიექტების სიმრავლეც აშკარად თვალშისაცემია. დაინტერესებულმა შევიხედე, ასე ორმოციოდე მომხმარებელი იქნებოდა, ძირითადად ახალგაზრდები. ერთ დროს ძალიან პოპულარულ მაღაზიებში კი, ,,მარჩელოსა’’ და ,,ჟოზეფინაში’’, მხოლოდ მომსახურე პერსონალია. წარწერებია ყველგან: კედლლებზე, სახლის ფანჯრების ქვეშ და ხეებზეც კი…

სახლების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების გარდა სასწავლო დაწესებულების მისამართი და პირობებია აღწერილი, შეასწავლიან გიტარასა და პიანინოზე დაკვრას, კომპიუტერულ პროგრამებს და ბუღალტერიასაც და აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ 15 დღეში. ასე რომ ამ ყველაფრის შემხედვარე მე ჩემი დასკვნებიც გავაკეთე მათ ხარისხზე… კედლებზე ვისთვის უცნაურ, ვისთვის კი ძალიან დიდი გრძნობის გამომხატველ ფრაზებს წავაწყდი. ბანალური ფრაზები და სიყვარულის ახსნის განსხვავებული ხერხები, ბავშვურად გამოხატული გატაცებები, პლუსისთ დაკავშირებული ორი ადამიანის სახელები და დაბადების დღეების მილოცვები… ამასობაში გადასასვლელ ხიდათან მივედი. აქ სათამაშო აპარატებთან ათეულობით ახალგაზრდა დგას მოგების მოლოდინში. გარე მოვაჭრეებს კი საქონელი გამოუტანიათ და გამვლელებს სთავაზობენ მათი თქმისა არ იყოს ,,ხელსაყრელ ფასად’’. გადასასვლელ ხიდზე მატარებლისათვის დამახასიათებელი სუნით გაჟღენთილ ატმოსფეროს მუსიკალურად პატარა ე.წ. ,,Mუსიც შტორყ“ აფორმებს. ხიდი გადავიარე, ბაზრობის ტერიტორიასაც გვერდი ავუქციე და თამარ მეფის გამზირისაკენ გავეშურე. აქ განსაკუთრებულმა ხმაურმა და სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელმა დიალექტმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ალბათ ყველაზე მეტი მაინც სამეგრელოს რეგიონიდან სტუმრობს დედაქალაქს. რამდენიმემ მეგრულად გადაულაპარაკა ერთმანეთს, ალბათ სურდა ხმადაბლა გამოსვლოდა, თუმცა რამდენად გამოუვიდა ეს უკვე სადავოა… ერთი პატარა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი, გაზაფხულზე ბავშვების ჟრიამულით აკლებული ბაღი დღეს დაცარიელებულია, მხოლოდ ერთი მამაკაცი ჩამომჯდარა სკამზე და ხაჭაპურსა და კოკა-კოლას აგემოვნებს. დაჟინებით რომ ვაკვირდებოდი უცნაურად გამომხედა, მე კი მზერა ავარიდე და ,,დანიური სახლისაკენ“ გავეშურე, სადაც 40-70 პროცენტამდე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას მინაზე გაკრული ,,შალე 40-70’’ გვაძლევს. ,,დანიურ სახლს“ გვერდით ,,პრო-კრედიტ ბანკის’’ მრავალსართულიანი შენობა დგას… მე კი გაჩერებასთან გავჩერდი და ავტობუსით გადავწყვიტე გზის გაგრძელება შემდგომი არასასურველი ფაქტების თავიდან ასაცილებლად. (თამარ მეფის ხიდის გადავლას და ცირკთან ჩავლას ვგულისხმობ…) ამცირე ხნის ლოდინის შემდეგ ავტობუსიც მოვიდა და ნახევრად ცარიელ სამგზავრო ტრანსპორტში მეც დიდი სიამოვნებით ავედი (ჩვეულებრისამებრ გადაჭედილია ხოლმე), ახლად დაყენებულ ე.წ. ,,ტიცკეტ ბოხ-თან’’ მივედი და სტუდენტური ბილეთი ავიღე. ამჟერად გარემოს თვალიერება ავოტობუსიდან დავიწყე. აქაც ნაცნობი სიტუაციაა: გაჩერებებზე კვლავ ხალხის დიდი რაოდენობა, კვლავ წარწერები და საცობები… ხიდზე დღეს უკვე წარსულისაგან განსხვავებით სიცარიელეა და არც საეჭვო ჩანს რამე. ავტობუსი ვარაზის ხევს აუყვა, საშინელი საცობია და ალბათ კიდევ სულ მცირე 7 წუთი ვერ მივაღწევ დანიშნულების ადგილს. ტრანსპორტში მსხდომ მგზავრებს სახეზე გადაღლა და უხასიათობის ელემენტები შეპარვიათ. ორი პატარა ბავშვი კი სრულიად უდარდელად, გარემოს აღუქმელად,ეთამაშება ერთმანეთს და ბავშვებისათვის ჩვეული კისკისით მცირედით მაინც ახერხებენ მგზავრების გახალისებას. დრო სწრაფად გავიდა, როგორც იქნა ავტობუსმა ჭავჭავაძის გამზირს მიაღწია, მეც ჩამოვედი და ჩემი მზერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შევავლე. ყველაფრის მიუხედავად იგი მაინც ,,ცოდნის ტაძარია’’ და ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემს, როგორც ჟურნალისტის, ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
ნისლიანი ლაშქრობა – - გზა ,,ტობავარჩხილისაკენ“. . .
სოფო პერტაია
უამრავი კარვით დაგეგმილი ლაშქრობა კრახით დასრულდა, მაგრამ ხანდახან დგება დღე, როცა მიზანს აღწევ და უცნობი საშიში სამყაროს დაპყრობის დაუოკებელი სურვილი გიჩნდება. მზად ხარ შენივე თვალებით ჩახედო სიკვდილს თვალებში ადრენალინისა და შიშის განცდის სანაცვლოდ. და დგება დღე, როდესაც რეალურ სამყაროში ბუნების სილამაზის საცქერლად მიემგზავრები ძალზე საშიშ ლაშქრობაში. შეიქმნა ლაშქრობის ჯგუფი : ყველა ერთმანეთზე მეტად მოუნმენლობით შებყრობილი, გულში შიშისა და სურვილის გრძნობით აღრეული მოლაშქრეები. ერთმენეთის მოკრძალებული გაცნობა, გაზიარებული განცდები და კვლავ მოუთმენლობა. Dდა აი დაიძრა ავტობუსი, უკვე მრავალჯერ დაგეგმილი ნანატრი ლაშქრობის პირველი წუთები, რეალობისა და წარმოსახვის სინთეზი და გზა შორეული ნისლიანი უცნობი ადგილისაკენ. სიჩუმე ტრანსპორტში და აჩქარებული გულისცემა ძარღვებში. დაძაბულობა და გაურკვევლობა, თუმცა მოულოდნელად სიმღერის ნასროლი პირველი ფრაზები და ამღერებული მოკლაშქრეები. ცეკვა, სიმღერა, სიცილი, იუმორი _ მხოლოდ დადებითი ემოციები სუფევს. ყველა წევრმა იცის, რომ იქ ჯუნგლის კანონი მოქმედებს, გადარჩენა მხოლოდ საკუთარ ინსტიქტებზე გამოცდაა, თუმცა მზად არიან დაუსრულებელ წვიმებში, ნისლში, ბურუსში, კლდეებზე, თოვლში , ყინვასა და სიცივეში საკუთარი თავისა და ერთმანეთის გასატანად. დაგეგმილი ლაშქრობა ჯერ მხოლოდ პირველ საათებს ითვლის. დანიშნულების პირველი ადგილი :
ლუგელას ხეობა, ირგვლივ მთები, ხეები და მდინარეების ნაპირი. მოწყურებული მოლაშქრეები მინერალური წყლის დასალევად გაეშურნენ და გამხიარულებულნი ერთმენეთს პირველობაში ექიშპებოდნენ. და აი ,,პირველი~ მოლაშქრე და უცებ იმედგაცრუება, ჩვეულებრივი წყლისაგან განსხვავებული, კალცით გაჯერებული წყალი და მისი დიდი ჯავლი, რომელმაც ,,უშიშარი~ მოულოდნელად მდინარეში გადაისროლა. პირველი დაბრკოლების გადალახვა სულაც არ გასჭირვებიათ. თუმცა სიფრხილის ფასი კი ნამდვილად გაიგეს. გზა წინ სპეციალური დიდი ტრანსორტით გრძელდება. Bბუნების სილამაზე მართლაც რომ ღირდა გარისკვად. უმარავი გადაღებული სურათი და კვლავ და კვლავ მხოლოდ კარგი განწყობა.
ალბათ ცოტამ თუ იცის საქართველოში ულამაზესი ალპური ტბის არსებობის შესახებ, რომელიც სამეგრელოში ზღვის დონიდან 2650 მეტრზე, ალპურ სარტყელში მდებარეობს.
ამ ტბამდე მისაღწევად მოლაშქრეებს უამრევი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ. ნისლი გადაადგილებას უშლიდა ხელს, ბურუსი ხილვადობას ართულებდა, მოყინული ქვები დასრიალებას იწვევდა და რამდენჯერმე მოლაშქრეებმა მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით შეძლეს გადარჩენა. ღამე დანთებული კოცონი, გათოშილი ხელები და შემოლეული საჭმლის მარაგი . .…… წინ კი ბურუსით მოცული ,,ტობავარჩხილის“ ტბა იყო . რამდენჯერმე დაბრუნებაც სცადეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფრის მიუხედავად მე-3 დღეს დანიშნულების ადგილს მიაღწიეს.
,,ტობავარჩხილი: ტბა~, რომელიც ქართულად ვერცხლის ტბას ნიშნავს :
მე-5 დღე. კვლავ ავტობუსი და კვლავ მხიარულება, თუმცა ამჯერად მოლაშქრეთა ჟინის დაკმაყოფილებით გამოწვეული, საკუთარ ძალებში მეტად დარწმუნებული ექსტრემალები აღნიშნავდნენ მიღწეულ წარმატებას. ისე მართლაც, არც ისე მარტივია სიკვდილს უყურო თვალებში, დაცურდე მთიდან და ბურუსში გაიკვლიო გზა შენი სურვიკლისაკენ. დაოკებული სურვილი, ბუნების სილამაზით მოხიბლული ლაშქრობის მონაწილენი და დაპყრობილი ,,ევერესტი~ ამჯერად ,,ტობავარჩხილის~ სახით მოლაშქრეებს დაღლილი სხეულის, განცდილი შიშისა და ერთი მონაწილის გაბზარული ხელის ფასად დაუჯდათ. თუმცა ნისლიანმა ლაშქრობამ მაინც მშვიდად ჩაიარა და მომავალ ზაფხულს მომავალ მსურველ ექსტრემალებს კვლავ ელოდება.
გაიცანით…სპორტთა სპორტი
“Some people think football is a matter of life and death. I assure you, it’s much more serious than that”.
ეს არის სიტყვები, რომელიც ფეხბურთის ერთერთმა გულშემატკივარმა თქვა და ამ ფრაზით, ალბათ, არამარტო თავისი დამოკიდებულება გამოხატა ამ სპორტის მიმართ. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი, უბრალოდ, ცხოვრობს ამ სპორტით. “ის” მოდის სამსახურიდან დაღლილი, კოსტიუმის ნაცვლად იცვამს ფეხბურთის მაისურს, რთავს ტელევიზორს და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირის საყვარელი გუნდის სახელს-სახლიდან “ეხმარება” მას თამაში მოიგოს; ანდა “ის” ათასობით უცნობ ადამიანთან ერთად დგას თავსხმა წვიმაში, სტადიონზე და სუნთქვაშეკრული ელოდება პატარა სასწაულს, რომ 90-ე წუთზე 3:3 4:3-ად გადაიქცევა… “ის” ფეხბურთის გულშემატკივარია. სპორტის, რომელიც ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ წარმოიშვა. …
ისტორიულად, ფეხბურთი მიეკუთვნებოდა იმ ევროპული სპორტის სახეობებს, რომლებიც ფეხით ბურთის თამაშს გულისხმობდა. ამ თამაშებში, ჩვეულებისამებრ, გლეხები მონაწილეობდნენ, რადგან არისტოკრეტები ცხენზე ამხედრებულები ამჯობინებდნენ შეჯიბრებას.
ფეხბურთს უკავშირდება მასთან მონათესავე მრავალი სპორტის ჩამოყალიბება. ბევრი მათგანი დღეს დამოუკიდებელ სპორტის სახეობად ითვლება: რაგბი, კალათბურთი და ა.შ. თვით ფეხბურთთან დაკავშირებული სახეობებია: პლაჟის ფეხბურთი; ქუჩის ფეხბურთი (ნაკლებად მკაცრი წესებით), ჭაობის ფეხბურთი; ფეხბურთი შეზღუდული შესაძლებობების მქონე ადამიანებისთვის: დაქვეითებული მხედველობით ან სმენით, ცერებრალური დამბლით, ამპუტირებული კიდურით ან ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული სპორტსმენებისთვის.
სულ გამოიყოფა ირლანდიური და ავსტარლიური ფეხბურთის 13 სახეობა, ბრიტანულის-10, ფეხბურთთან მონათესავე სპორტის ჰიბრიდული სახეობების 9 სახეობა. მეტიც, არსებობს ე.წ. მაგიდის ფეხბურთიც, “ფენტეზი ფეხბურთი”, “ქაღალდის ფეხბურთი”.
ფეხბურთის მსგავსი თამაშის აღწერილობას ვხვდებით ჩინურ სამხედრო სახლელმძღვანელოში, რომელი ქრისტეს შობამდე მესამე-პირველ საუკუნეებს მოიცავს. “ქუიუს” დროს საჭირო იყო მიწიდან 9 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებული აბრეშუმის ნაჭერში ტყავის ბურთის მოხვედრება. მალე თამაში იაპონიასა და კორეაშიც გავრცელდა და “კემარის” სახელით და იმდენად პროფესიონალურ დონეს მიაღწია, რომ მალე ბევრი მოთამაშის ერთადერთი საარსებო წყარო გახდა.
თანდათან ამ სპორტის მიმდევრები ბევრი ქვეყნის ადგილობრივი მკვიდრები გახდნენ. მგალითად, 1586 წელს ინგლისელი მკვლევარი ჯონ დევისი გრენლადნიაში ესკიმოსებთან ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა გემიდან.
ძველი ბერძნები და რომაელებიც თამაშობდნენ ფეხბურთის მსგავს სპორტის სახეობას. რომაელმა პოლიტიკოსმა, ციცერონმა აღწერა შემთხვევა ადამიანზე, რომელიც გარდაიცვალა გაპარსვის დროს, როდესაც მოხვდა სადალაქოს ფანჯარაში შევარდნილი ბურთი.
შუა საუკუნეებში ინგლისში გავრცელდა ე.წ. “ბრბოს ფეხბურთი”, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ მეზობელი ქალაქები და სოფლები თითოეულ მხარეს მოთამაშეთა რაოდენობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი იყო მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა და გარკვეულ გეოგრაფიულ ობიექტამდე, მაგალითად, ეკლესიამდე მიტანა. 
დროთა განმავლობაში, სპორტის ეს სახეობა, გარკვეულწილად, შემაწუხებელი გახდა საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის. 
1314 წელს მეფე ედვარდ მეორემ გასცა ბრძანება იმდროინდელი იგლისელი არისტოკრატებისთვის ფეხბურთის თამაშის აკრძალვის შესახებ: “ვინაიდან, დედაქალაქში არის გაუსაძლისი ხმაური, გამოწვეული მოედნებზე ბურთისთვის ჭიდაობით, რასაც ღმერთისგან აკრძალული მრავალი ბოროტება შეიძლება მოჰყვეს. მომავალში ქალაქში ეს თამაში დაპატიმრებით დაისჯება”…
მეფე ედვარდ მესამემაც უკანონოდ გამოაცხადა ფეხბურთის თამაში და ჯარიმა, 4 პენსი დააწესა კანონის დამრღვევთათვის.
სიტყვა “ფეხბურთი” უარყოფითი მნიშვნელობით აქვს გამოყენებული უილიამ შექსპირსაც კი, “მეფე ლირში”: “Nor tripped neither, you base football player” (“…შენ სულმდაბალო, ფეხბურთის მოთამაშევ”)
მე-15 საუკუნის ლათინური წყაროების მიხედვით, ფეხბურთს თამაშობდნენ ნოთინგჰემშირში. აქ პირველადაა აღწერილი ბურთის ტარების პროცესი: ”ესაა თამაში, როდესაც ახალგაზრდები საწინააღმდეგო მხარეს მიიწევენ არა ბურთის ჰაერში აგდებით, არამედ მისი მიწაზე გორაობით. მოედნის საზღვრები კი დადგენილი და მონიშნულია”.
აღსანიშნავია, რომ:
•პირველი საფეხბურთო “ბუცები” ინგლისისი მეფე ჰენრი მეშვიდემ შეუკვეთა.
•ქალთა პირველი გუნდი 1580 წელს გამოჩნდა.
•პირველად, სიტყვა “გოლი” მე-16 საუკუნეში ახსენა რიჩარდ ქერეუმ. მანვე აღწერა მეკარის ფუნქციები და ბურთის მოთამაშეებს შორის გატარების ტექნიკა.
•პირველი ოფიციალური საფეხბურთო კლუბი დაარსდა შოტლანდიაში, ედინბურგში, 1824-41 წლებში.
•პირველი და ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო შეჯიბრება 1858 წელს მელბურნში გაიმართა და მას შემდეგ, ის ყოველწლიურად ტარდება.
•პირველი საპრიზო ტურნირი Caledonian Challenge Cup, 1861 წელს გაიმართა კალედონიური სამეფო საზოგადოების მიერ, მელბურნის წესების მიხედვით.
•მე-16 საუკუნეში, ფლორენციაში, აბრეშუმში გამოწყობილი არისტოკრატები ფეხბურთს თამაშობდნენ. მათ მოწინააღმდეგის ხელის კვრის, მუშტით ცემის და წელს ქვემოთ დარტყმის უფლებაც კი ჰქონდათ. ეს თამაში ერთგვარ სამხედრო სავარჯიშოდ ითვლებოდა. 1580 წელს ჯოვანი დე ბარდიმ დაწერა ფეხბურთის წესები, რომელიც მიჩნეულია ამ სპორტის კანონთა უძველეს კრებულად. 
ბრიტანეთში ფეხბურთის სხვადასხვა სახეობას თამაშობდნენ, თუმცა კერძო სკოლებში მისი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამან “ბრბოს ფეხბურთის” ორგანიზებულ, გუნდურ სპორტად გადაქცევას შეუწყო ხელი. წესები სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული იყო. ამის ერთერთ მიზეზად ითვლება ის გარემოება, რომ ყველა სასწავლებელს არ ჰქონდა თანაბარი სათამაშო ფართი და პირობები. ასე რომ, 1840 წელს, სარკინიგზო ტრანსპორტის ბუმის პერიოდში, როდესაც მიმოსვლა უფრო ადვილი გახდა და დაიწყო საერთაშორისო სასკოლო შეჯიბრებები, გუნდების თამაშის განსხვავებული წესების გამო, მატჩი იყოფოდა ორ ნახევრად: პირველ ნახევარში თამაშობდნენ მასპინძელი გუნდის წესების მიხედვით, მეორეში კი-სტუმრის წესებით.
ევროპაში, პირველი ფეხბურთის ბურთები კეთდებოდა საქონლის, ყველაზე ხშირად, ღორის შარდის ბუშტისგან, რომლებსაც ჰაერით ავსებდნენ. შემდგომში, მათ ტყავს აკრავდნენ გარშემო, რათა ბურთს მეტ ხანს შეენარჩუნებინა ფორმა.
მოგვიანებით, ფეხსაცმლის მკერავებმა რიჩარდ ლინდონმა და უილიამ გილბერტმა, ქალაქი რაგბიდან, ლონდონის დიდ გამოფენაზე წარმოადგინეს ტყავის მრგვალი და ოვალური ბურთები. ამბობენ, რომ რიჩარდ ლინდონის მეუღლე ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ეს კი გამოიწვია დიდი რაოდენობით ღორის შარდის ბუშტების გაბერვამ.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ოფიციალური საერთაშორისო გაერთიანება, თუმცა უშედეგოდ. ამის მიღწევა მხოლოდ 1904 წლის 21 მაისს მოხერხდა, პარიზში. სწორედ ამ დღეს დაარსდაFédération Internationale de Football Association(FIFA), რომელშიც ევროპის შვიდი ქვეყანა გაერთიანდა: საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. ასოციაციის პირველი პრეზიდენტი რობერტ გურენი იყო.
ფეხბურთი საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და იხვეწებოდა. აკრძალვებისა და სხვა წინააღმდეეგობების მიუხედავად, დროთა განმავლობაში მის გულშემატკივართა რიცხვი იზრდებოდა. დღესდღეობით ის ერთერთ ყველაზე პოპულარულ სპორტად ითვლება. მატჩის განმავლობაში იშლება ყველა სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული საზღვარი. ყველა ერთადაა 90 წუთის მანძილზე. ბევრისთვის ფეხბურთი, უბრალოდ, მთელი ცხოვრებაა…

“Football Is an honest game. It’s true to life . It’s a game about sharing. Football is a team game. So is life.”
“ალილო”
ავტორი: ქეთი ასათიანი
ვარდების მოედანი.. 13 სთ და 50 წთ.. უამრავი ადამიანი, რომლებსაც საზეიმო განწყობა და საყოველთაო სიხარული აერთიანებს.. ირგვლივ ჩოხითა და ფაფახით შემოსილი ბიჭები.. ხატები.. ახალგაზრდებს ხელში დროშები უჭირავთ, რომლებზედაც ჯვრებია გამოსახული. გოგო-ბიჭები თეთრი კვართებით შემოსილან, რომლებსაც ასევე ჯვრები ამშვენებს. შეკრებილნი არიან როგორც საეკლესიო, ისე საერო პირები. აქა-იქ განლაგებულია ურიკები, სადაც შემოწირული სურსათ-სანოვაგე გროვდება. აღსანიშნავია, რომ იმ დიდი გზის მიუხედავად, რომელიც წინ გველის მსვლელობის მონაწილეებს, უამრავმა ბავშვმა მოიყარა თავი. ისინი თეატრალიზებულ დასთან ირთობენ თავს. სპილოს, აქლემის, კუს და ჟირაფის ფიგურებთან დგანან და ფოტოებს იღებენ. ვარდების მოედანზე თითქოს იღვიძებს მიძინებული ქართული სული, ტრადიციებს ვუბრუნდებით. ბიჭები ჩოხა-ახალუხით არიან შემოსილნი, გოგონები კი- ჩიხტიკოპით… ამინდი მზიანია- ისევე, როგორც აქ შეკრებილი ხალხის განწყობა.
ირგვლივ მგალობლების მიერ შესრულებული საგალობლები ისმის. სანამ 2 საათი შესრულდება და მსვლელობას დავიწყებთ, ამასობაში მითითებაც მივიღეთ. ვინც სტიქარით არაა შემოსილი, არ შეიძლება შეუერთდეს სტიქაროსნებს. მრევლი სამღვდელოებასთან და ჩოხოსნებთან ერთად უნდა წამოვიდეს. ამ დროს ყველა გალობს- “ქრისტეს შობას მოგილოცავთ.” სადაცაა მსვლელობაც დაიწყება. ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ, ანუ ჩავმწკივდით შემდეგი თანმიმდევრობით- წინ ანგელოზები, შემდეგ ურიკები, მათ უკან- მანქანები, სტიქრით შემოსილები, თეატრალიზებული ნაწილი, სამღვდელოება, ჩოხოსნები და ბოლოს- მრევლი. უკვე 3-ის 10 წუთია და ჩვენც დავიძარით. ქუჩა გადაკეტილია ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. გზად ფოტოაპარატებით შეიარაღბეული უამრავი უცხოელი გვხვდება. მივდივართ და თან მოგვყვება გალობა –“იესო დაბადებულა, ალილო”, ასევე ისმის “მრავალჟამიერიც”. ვინც არ იღებს მსვლელობაში მონაწილეობას, ისინი გვერდიდან გვაკვირდებიან და კამერით გვაფიქსირებენ, მათს სახეებზეც მხოლოდ ღიმილს და აღფრთოვანებას ვხედავთ. გზადაგზა ვჩერდებით.. ჩვენი წინამძღვრები საკმეველს ანთებენ და მისი სასამოვნო სუნი მთელ ქუჩაზე რჩება..არც ისე პატარა გზის მიუხედავად, დაღლილობის გამო არავინ წუწუნებს, ალბათ იმიტომ, რომ არავინ დაღლილა. აი, შესრულდა 5-ის ნახევარიც. უკვე მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს-სამების ტაძარს. ეკლესიის კიბე ხალხითაა სავსე, ხალხი კი-სიხარულით.
რა იყო ადრე…
სიტყვა “ალილო” “ალილუიადან” მომდინარეობს, რაც “დიდება შენდა ღმერთოს” ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია. მოციქულთა დროიდან შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა. მე-3-4 საუკუნეებში მოხდა მათი გაყოფა. მომღერალთა ჯგუფი სოფელს შუაღამეს ჩამოივლიდა და “ალილოს” სიმღერით ულოცავდა ოჯახებს შობის დადგომას. მეალილოეთა ჯგუფის წევრებს თან კალათები და ღვინის ან არყის ჭურჭელი ეჭირათ, რითაც მასპინძლისგან შემოწირულ ძღვენს აგროვებდნენ. “ალილო” სიმღერა-დალოცვაა, რომელიც მრავალ კუთხეში სხვადასხვა ვარიანტითაა ცნობილი. ვხვდებით კახურ, იმერულ, გურულ, მეგრულ, ლეჩხუმურ, სვანურ და რაჭულ ვარიანტებს. რაჭული “ალილო” მიჩნეულია მუსიკალური აზროვნების მაღალი საფეხურის გამოხატულებად. ერწო-თიანეთში შობის წინა საღამოს ოჯახში მზადდებოდა ფაფა, ე.წ. ქრისტეს კორკოტი. ამავე საღამოს იმართებოდა “ფხოჭაობა”: უფროსები ბავშვებს თხილ-კაკალს უყრიდნენ. თითოეული ბავშვი ცდილობდა სხვაზე მეტი მოეგროვებინა, რაც ბედნიერების მომასწავებელი იქნებოდა. ამ საღამოსვე ახალგაზრდები კარდაკარ ჩამოივლიდნენ “ალილოს” სიმღერით. (ღამბაშიძე 1987) ახალი წლის მიგებება საინგილოში: “ინგილოების სოფელში ატყდა თოფის სროლა, ხმაურობა, ძაღლების ყეფა. მთელი სოფელი ხმად გადაიქცა. რა ამბავია? ნუთუ ლეკის შემოსევამა და სისხლის ღვრამ ასტეხა ესრეთი ღრიანცელი?- არა, ინგილონი არაფერს შეუშინებია, ისინი ეგებებიან შობას. ინგილოები ერთმანეთს მკლავზე შემოუტარებენ ძაფს, გაკვანძავენ. ამ ძაფს აბამენ ყოველ ჭურჭელს. ეს ძაფი მოგვაგონებს რგოლსა, რომელიც ძველადგანვე ცნობილია, როგორც სიმბოლო ღვთის დაუსაბამობისა და ერთარსებისა. ამ ჩვეულებით ინგილო გამოთქვამს სურვილს, რომ დაუსაბამო ღმერთმა ყველა ოჯახის წევრი და ყოველივე მათი ქონება ახალ წელიწადს შეინახოს მთლიანად, დაუზიანებლად და დაურღვევლად. ძაფის რგოლს ისინი 3 დღეში იხსნიდნენ. მერე დაამზადებენ ხონჩს: დააწყობენ ზედ პურებსა, ნაზუქებსა, დასდგამენ ჯამით თაფლსა, ერბოსა, ღვინოსა, ბამბის წითელს და თეთრს ძაფებსა და სახლის უფალთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. უფროსი ვაზის ძირში დაჰკლავს წითელ ფრთოსან მამალსა, ფრთებს მოჰგლეჯავს, ვაზზედ მიაკრავს და იტყვის: “ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.” (მ. ჯანაშვილი, გაზეთი “ივერია” 1887) ფერხაობა სამაგრელოში: “მჭადს ტეხავს ქალი და კაცი. ერთმა ერთის მხრით უნდა მოკიდოს ხელი, მეორემ-მეორე მხრით. თითოელი ცდილობს, უფროსი ნატეხი მისკენ დარჩეს. თუ ქალისკენ იქნა მეტი ნატეხი, აბრეშუმი ბლომად მოვა. თუ ვაჟისკენ, ჭირნახული მოვა ბლომად. ჩიჩილაკის დამტარელი უფროსი მაფეხურად ითვლება და მთელ დღეს მხოლოდ ერთი და იმავე სკამზე ჯდება. ეს იმის მომასწავებელია, რომ ქათმები კვერცხების გამოჩეკის დროს არ აირევიან და კარგადაც გამოსჩეკენო. შობის დღეს ვინმემ რამე თუ გთხოვა, უარი არ უნდა უთხრა, რადგან უარის მთქმელი მთელი წელი ხელდაცარიელებული დარჩება. სამეგრელოში იციან თმაშობა- “ტყაპობა”. მოზელენ სიმინდის ფქვილისგან ცომს და მეზობლები ერთმანეთს უგლესენ თავ-პირს.” (ტრიფონ კალანდარიშვილი, გაზეთი “ივერია” 1890) “დადგება შობის დღესასწაული და ჩვენ ქალაქებში და უმეტესად, დაბა-სოფლებში მოგროვდებიან ყმაწვილები და ზოგჯერ მოხუცებულებიც, ჩამოუვლიან ოჯახებს და გალობით დღესასწაულს ულოცავენ. ამ მისალოც საგალობლებს უწოდებენ “ალილოს” და “ჭონას”. ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ეს ძველებური მამაპაპური მილოცვის საგალობელი, ზოგიერთს, მეტიჩრობის წყალობით, გარდაქმნეს და გადაცვალეს სრულიად სხვა, გაუგებარ კილოზედ და ენაზედ. შობის წინა დღეს “ალილოს” მაგივრად გალობენ შობის დღესასწაულის “ტროპარს”. აღდგომის წინა კვირებში “ჭონის” მაგივრად “განათლდა, განათლდა”-ს სლავიანურად, რომელიც დამახინჯებულია როგორც შინაარსით, ასევე კილოთი. არ იქნება ურიგო, რომ ისეთს შეუფერებელ ადგილებზედ, როგორიც სმიკიტონებია, აღეკრძალოს პატარა ყმაწვილებს სიარული გალობით, თორემ ეს წმინდა საგალობელი იბღალება ერთის მხრით კილოს და სიტყვების ათასნაირად დამახინჯებით, მეორეთ “ლოთი კამპანიის” სიცილ-ხარხარით”. (ბ. ვაშაძე, “ალილო და ჭონა”, გაზეთი “ივერია”, 1902) “ყველას უხარია, საქმის კაციც მოსვენებულია და ქეიფს ეძლევა. ჩვენს ქალაქს გუშინვე სადღესასწაულო სახე დაედო. ხალხი საღამოს ჟამს მრავლად დაიარებოდა ქუჩებში. მაღაზიებს გამოეფინათ თავის საქონელი, რომელსაც გაფაციცებით შინჯავდნენ ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილნი ქალნი და კაცნი. დიდძალი სანოვაგე და სხვადასხვაგვარი ხილი იყო გამოფენილი. ზოგს მაღაზიაში იმოდენა ხალხი შეგროვილიყო, სასახლის ქუჩაზედ სავაჭროდ, რომ ტევა აღარ იყო. უხაროდა ხალხს შობის გათენება. იმართება მრავლად ყოველგვარი წარმოდგენები, ოპერები და ხალხიც მიდის იქ დროს გასატარებლად. თეატრების დარბაზი ივსება საზოგადოებით. ცირკის ხის შენობა გაჭედილია სადღესასწაულოდ მოსულის ხალხით. ხვალ ცონცერტს გამართავენ 25 კაცი მომღერალი სულ ქულაჯებით იქნება მორთული.” (შობა დღესასწაულისთვის მზადება, გაზეთი “ივერია”, 1886) “ქრისტეს შობა- ეს 2 სიტყვა თითქოს არაფერს ეუბნება თანამედროვე პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანს. საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიდიადით გამოირჩევიან, როგორც პიველშობას. შობის დღეს იმსხვრევა საკვლელნი ჯოჯოხეთისანი, სიკვდილი ითრგუნება, სამოთხის კარი იღება, ჭეშმარიტება კვლავ ცხადდება და მადლი ღვთისა ყველა ადგილს მოეფინება.” (მარინე სამხარაძე, გაზეთი “თბილისი”, 1997)
“ალილოთი ხვდებიან შობას, ის 7 იანვარს 12 საათზე დაიწყება. ყველა ტაძართან შეგროვდებიან მღვდელმსახურები, მგალობლები და მრევლი, რომლებიც ხატებით, ჯვრებითა და ნაკურთხი წყლით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას შემოივლიან და საშობაო საგალობლებს იგალობებენ. მორწმუნეები სამღვდელო პირებთან ერთად ყველა თბილისის ტაძარს მოივლიან. ძირითადი მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მეალილოებს ყველგან მიეგებებიან მოქალაქეები და გაიღებენ ძღვენს. კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები კი ამ დღეს ძღვნად თავიანთ შემოქმედებას შესწირავენ.” (ინტერპრესი, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” 2005)


















![Four in a Row [Explored] Four in a Row [Explored]](http://static.flickr.com/7018/6782703137_25b3b3b811_t.jpg)