გაუჩო

დეკემბერი 29, 2009 at 7:20 PM 4 comments

 

როდესაც საუბრობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე, იქ აუცილებლად ახსენებენ რონალდინიო გაუჩოსაც. თუმცა ბოლო წლებში ნამდვილად გაგვიჭირდებოდა მასში იმ ადამიანის ამოცნობა, რომელსაც კატალონიელმა გულშემატკივარმა “el maestro” უწოდა. 2005-2006 წლის ტრიუმფის შემდეგ იგი მატჩიდან მატჩამდე უკლებდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი ადგილი “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების რიგებში სხვა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
 რამ გამოიწვია მისი მოტივაციის ასეთი უეცარი ვარდნა? მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს – კატალონიის “ბარსელონასთან” ერთად თითქმის ყველა გუნდური და ინდივიდუალური პრიზების მოგება, უამრავი სარეკლამო გადაღება და ძალიან დატვირთული გრაფიკი, ღამის ცხოვრება და რაც, ყველაზე მთავარია, “ბრაზილიური სიზარმაცე”.
 დღესდღეობით რონალდინიომ მოახერხა “როსონერის” ძირითადში ადგილის დამკვიდრება და ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ყალიბდება მილანური გრანდისთვის. დარჩა კიდევ ერთი მისია შესასრულებელი – ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე.
 როგორც ოპტიმისტი, მივიჩნევ რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია (თუ მან ასეთი ტემპით გააგრძელა საკუთარ თავთან მუშაობა) და ძალიან მალე საფეხბურთო გურმანები კვლავ მიიღებენ წარმოუდგენელ სიამოვნებას მისი თამაშისგან.

Advertisements

Entry filed under: სპორტი.

საფეხბურთო იუმორი ჩარჩენილი

4 Comments Add your own

  • 1. newwwmedia  |  დეკემბერი 30, 2009, 9:01 AM

    Margo: რომ ატვირთავთ რამეს, გვარი მიაწერეთ, გავრი!!! 😀

    პასუხი
  • 2. vano  |  იანვარი 4, 2010, 8:28 PM

    radgan gvari da saxeli ar giweria ubralod megobarti mogmartav.
    megobaro jer is ro ronaldinios sauketeso pexburtels uwodeb namdvilad araa ese. ori weli gauvarda da sauketeso ggonia, mashin maradonaze, garinchaze, kakaze agar chamomatvlevino raga unda tkva, sauketeso pexburteli isaa vinc kargad tamashobs tavi bolo da ara vin erti sezoni. es (ise chemgan saaxalwlo rchevad miige) mtavaria kargi pexburteli iyo, vegar ari eg sheni kaucho kai pexburteli egaa da eg. magas mizezebi agar wirdeba. eg sheni rogorc panis azria rogorc jurnalistis ki ara!

    პასუხი
    • 3. newwwmedia  |  იანვარი 5, 2010, 6:32 AM

      საახალწლო რჩევისთვის უღრმესი მადლობა. რაც შეეხება შენს კომენტარს – რონალდინიოს ერთსეზონიანობაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. პარი-სენ-ჟერმენში გადასვლიდან 2007 წლის ჩათვლით სტაბილურად გამოდიოდა. ის რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია ჩემი სუბიექტური შეფასება ნამდვილად არ არის – გეცოდინება რომ სულ ახლახანს ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
      რამდენჯერმე წავიკითხე შენი კომენტარი შენს ლოგიკას რომ ჩავწვდომოდი და ერთი დასკვნა გამოვიტანე: რონალდინიო იმიტომ არ არის დიდი ფეხბურთელი რომ ახლა ვეღარ თამაშობს, მაგ ლოგიკით მარადონასაც ვერ დავარქმევთ დიდ ფეხბურთელს რადგან ახლა ნამდვილად აღარ შეუძლია თამაში.
      სტატიაში მგონი გარკვევით წერია რომ წარსული დამსახურებების გამო უყვარს ხალხს.

      პასუხი
      • 4. vano  |  იანვარი 7, 2010, 6:00 PM

        kai kai ragas mekidebi. rac ginda gawele gamowele agar ar sauketeso da vso. ragas mixsni?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: