ჩარჩენილი

იანვარი 2, 2010 at 7:52 PM 10 comments


ავტორი: მარგო ჯაფარიძე

ცივა, ქარია, ისეთი ქარია, პლატოს ქარი მიმიქარავს. მცივა, მაგრამ მე რომ ადამიანი ვიყო, ახლა ვერაფერს უნდა ვგრძნობდე. მივდივარ სახლში და მერე? დედა, იცი, კიდევ ერთი გამოიცდა ჩამრჩა!
მერე კივილი, წივილი, რისთვის დადიხარ საერთოდ? რას სწავლობ, ან ფულს რისთვის ვიხდი. როდემდე უნდა გათრიოს მამაშენმა. დედა… დედა… ეჰ, ვიცი, დედა. არა, დამალვას აზრი არ აქვს, გამოვრიცხავ. ახლა ვერაფერს მოვიფიქრებ, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. კაცი რომ დილის რვა საათზე ადგები, ფეხით წახვალ ნუცუბიძის პირველი პლატოდან მეორე პლატოს ასახვევამდე, იცდი, იცდი, ფიქრობ შენთვის სისულელეებზე. მერე აზრზე მოხვალ: ნეტა, რატო იგვიანებს მეგობარი ამდენ ხანს? ერთი ათი წუთი ლექციების ცხრილს იხსენებ და ბრახ, აღმოაჩენ, რომ ერთი საათით ადრე მიხვედი გაჩერებაზე. პარკში წელავ დროს და რომელი საათია ისიც კი არ იცი, იმიტომ რომ წუხელ მობილური დამტენზე შეაერთე, მაგრამ დილას აღმოაჩინე, რომ დამტენი გაფუჭებულა. მოკლედ, ყველანაირად დაშლილ-მიშლილ-მიუბედურებული ვარ. იმედი მაქვს ამ ათ დღეში რამეს მოვიფიქრებ.
ვფიქრობდი წუხელ და რაღაც იდეა მომივიდა, აღვფრთოვანდი, მაგრამ ხომ იცით, ძილის წინ მოსულ გენიალურ იდეებს რა ბედი ეწევათ ხოლმე: გაიღვიძებ დილას და შენი თავის გიკვირს, ასეთი სისულელე საიდან მოგაფიქრდა, რამხელა სირცხვილია იმის ხმამაღლა წაკითხვა და ასე შემდეგ. არადა, ვერ ვიტან ღარიბ CV-ს, ასეთსავე ღარიბ და არაფრისმთქმელ მომავალს რომ გიწინასწარმეტყველებს. ჰოდა, ისევ ჩემი “ცხოვრების გზაზე”(curiculum vita)  გავაგრძელებ მოყოლას.
ფეხების კანკალით ავიარე სადარბაზო. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ხმა როგორ უნდა ამომეღო. სავარძელში ჩავეშვი თუ არა, ცნობისმოყვარე თვალები შემომეფეთა. ავილეწე და გადვწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, არ “დავმწვარიყავი”. სიტყვები თავისით მოვიდა: დე, რაღაც შეუძლოდ ვარ, უნივერსიტეტში ცუდად გავხდი. ბავშვებმა სასწრაფო გამოიძახეს, გამსინჯეს, ესაო-ისაო, ბრმა ნაწლავის პრობლემებიო, თავს მიხედე, რაღაც ანალიზებიო და კარგ ექიმთან მიდიო. აქვს კი აზრი, იმის გადმოცემას, რას გრძნობდა იმ წუთში დედაჩემი?! ხუთი ღამე მესმოდა ფეხის ხმა, ნელ-ნელა რომ მიახლოვდებოდა საწოლთან და მერე ისევ მშორდებოდა.
მეხუთე დღეს ჩემი ანალიზები პატრონს ელოდა კლინიკაში. გადავწყვიტე, მარტო წავსულიყავი. მცირეოდენი წინააღმდეგობა და დავითანხმე. ცხადია, ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. დრო ვიხელთე და წერა დავიწყე: მოვყევი ჩემი ერთი ფსიქოლოგიის ლექცია, სადაც ლექტორი გვიყვებოდა კონტრასტის ეფექტზე თუ რაღაც მსგავსზე, ანუ როგორ ავიცილოთ თავიდან მძიმე რეაქცია უარყოფით ამბებზე. აღვწერე ერთი სტუდენტის წერილიც, რომელიც ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩნდა და ახლა მისი ხერხი ვისესხე. მოკლედ, წერილში ვუთხარი ჩემი გამოგონილი ავადმყოფობით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნად უარესებიც ხდება, ვიდრე ჩემი ერთი კვირის წინ ჩარჩენილი გამოცდაა-მეთქი.
მაგიდაზე დავდე. ავდექი და ქუჩაში გამოვედი. ფეხსაცმლის ძირებზე თოვლი ამეკრა: თითებს ვეღარ ვგრძნობდი. უკაცრიელ ქუჩაში მხოლოდ ჩემს ორთქლიან სუნთქვას ვხედავდი. ნახევრად გამდნარ თოვლს ფეხებში ტემპით გაჰქონდა ტყლაშატყლუში. თან თვითკამყოფილი იდიოტის ღიმილს ტუჩებიდან ვერ ვიშორებდი. ვიცოდი, რომ ერთ საათში კარს გამიღებდა და ღიმილს ვერც ის მოიშორებდა. უცებ ფეხი დამიცურდა და ტალახიან თოვლში გავიშხლართე: უუფს! სიცივისგან გრძნობადაკარგული ჩემს ცხოვრებაში პირველად მხოლოდ სიცოცხლის უძლიერეს სიყვარულს ვგრძნობდი.

Advertisements

Entry filed under: ლიტერატურა.

გაუჩო სამარხვო ვაშლის ნამცხვარი?-რატომაც არა

10 Comments Add your own

  • 1. newwwmedia  |  იანვარი 3, 2010, 9:22 PM

    dzalian momewona..

    პასუხი
  • 2. newwwmedia  |  იანვარი 4, 2010, 7:43 PM

    მარგო: 🙂 ოღონდ აქაც ყველამ სახელები უნდა მივაწეროთ, თორე ვერ მივხვდებით ვინ დააკომენტა 😀

    პასუხი
  • 3. MARIAMI  |  იანვარი 6, 2010, 5:24 PM

    ძალიან კარგია და შენი წერის სტილიც ძალიან მომწონს.
    და მაინც სიმართლის თქმა ჯობს 🙂 მშობლები მაინც გვაპატიებენ
    მარი

    პასუხი
  • 4. mariami  |  იანვარი 6, 2010, 5:35 PM

    moewonaaa.. martla xalisianad chavikitxe bolomde. kargia 🙂 mariami

    პასუხი
  • 5. LoLa  |  იანვარი 7, 2010, 8:41 PM

    xoo 😀 me momewona, saertod sheni nawerebi momwons, da es axla, winasagamocdod (tan erti sagani rom igiveti memukreba) meaxlova ragac 😀 mec zustad mase makvs, dila tu cudad daiwyo,im dges purze karakis wasmis mcdelobac ki kraxit mtavrdeba xolme 😦 da kontrastis efekts viyeneb kidev, ogond me fultan mimartebashi 😀 mokled, dzalian nacnob ragaceebs exebi da mnishvnelovan detalebs icher. warmatebebi chemgan chemo ketilo margo. L.B. 🙂

    პასუხი
  • 6. newwwmedia  |  იანვარი 7, 2010, 9:01 PM

    მარგო: აქ მაგარი რაღაც აღმოვაჩინე ახლა, მიკვირდა, კაცო, კომენტარებზე ბოლოში რატომ აწერენ კიდევ თავიანთ სახელს, თავში ხო დაწერეს მეთქი და მივხვდი ძლივს. პირველ კომენტარად მიწერია, ყველამ ჩვე-ჩვენი სახელი მივაწეროთ მეთქი, ეს, რა თქმა უნდა, ამ ბლოგის ბლოგერების გასაგონად, იმიტომ რომ ცხრანი ერთი და იმავე სახელით ვართ დარეგისტრირებული: newwwmedia. ხალხმა კიდე თავის თავზე მიიღო, თანაც ყველამ
    😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀
    uf, კაი იყო, კიდე გააგრძელეთ სახელის ორჯერ მიწერა

    პასუხი
  • 7. ana  |  იანვარი 8, 2010, 5:09 PM

    momewona, ise Tavidan sheni chveulebrivi tavgadasavlebi da bilosken ra iyo cota gaamdzafre 😀 kargia da martla momeowna :*

    პასუხი
  • 8. ანანე  |  იანვარი 9, 2010, 9:52 PM

    უბრალოდ მაგარია… წერის სტილზე არაფერს გეუბნები მართლა… იცი შენ ჩემი აზრი. THE-ა 🙂

    პასუხი
  • 9. Sun  |  იანვარი 11, 2010, 3:54 PM

    Ui, dedachemi uaxlovdeboda xolme mase chems bavshvobashi chems sawols da usmenda, vsuntkavdi tu ara 😀 minda gitxrat rom sanam shemedzlo, suntkvas vikavebdi xolme 😀 miyvars chemze rom nerveiuloben (shercxvenissmile) margo, miyvars aseti tavisufali ragac_rugaceebi. kargad gamogdis da warmatebebi :*

    პასუხი
  • 10. newwwmedia  |  იანვარი 12, 2010, 10:20 PM

    მარგო: (shercxvenissmile) 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: