სამარხვო ვაშლის ნამცხვარი?-რატომაც არა

იანვარი 3, 2010 at 2:37 PM 11 comments

ტკბილეულის მოყვარულ და ამავდროულად მემარხულე, თუნდაც არამემარხულე ადამიანებს ვთავაზობ ამ მეტად გემრიელი ნამცხვრის რეცეპტსა და მომზადების წესს. თუ ის მისაღები აღმოჩნდება თქვენთვის, რაღა დამრჩენია? გაგიმასპინძლდებით ფრაზით-“გემრიელად მიირთვით.”

ინგრედიენტები: 1. ერთი კილოგრამი ვაშლი 2. რვა სუფრის კოვზი ზეთი 3. ორი ჭიქა შაქარი 4. ოთხი-ხუთი ჭიქა ფქვილი 5. ორი ჩაის კოვზი სოდა ძმრით 6. ნახევარი ჭიქა ნიგოზი 7. ნახევარი ჭიქა ქიშმიში 8. ხუთი სუფრის კოვზი ლიქიორი

აი, სულ ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რის გარეშეც სასურველ შედეგს- გემრიელ ნამცხვარს, ვერ მივიღებთ. დრო აღარ დავკარგოთ და შევუდგეთ მის მომზადებას. დავიწყოთ ვაშლით, რომელიც აუცილებლად კანიანად ინდა გაიხეხოს. გადავიდეთ შემდეგ პროცედურაზე- აწ უკვე გახეხილ ვაშლს ვუმატებთ 1,5 ჭიქა შაქარს და ვურევთ კარგად. შემდეგ ეტაპზე ამას ვამატებთ ლიქიორს, ზეთს და სოდას ძმრით. როგორც კი დავასრულებთ ზემოაღნიშნულ პროცედურას, ვიწყებთ ნიგვზის წვრილად დაჭრას. 5 წუთის განმავლობაში ვალბობთ ქიშმიშს თბილ წყალში და წვრილად დაჭრილ ნიგოზთან ერთად ვურევთ ვაშლიან მასაში. უნდა გვახსოვდეს ასევე ის, რომ ყოველი ინგრედიენტის დამატების შემდეგ კარგად მოვურიოთ. გემოვნებისდა მიხედვით, შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი და ვანილი. ბოლო პროცედურას რაც შეეხება, ვუმატებთ ფქვილს (ცოტა თვალითაც ვაკონტროლებთ, რომ ცომი ძალიან სქელი არ გამოვიდეს). ცომის მზადების პროცესში ღუმელიც უნდა გავახუროთ. რაც შეეხება სინს (რაზეც ცომს ვანაწილებთ), უნდა წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. მხოლოდ ამის შემდეგ ვათავსებთ ცომს ღუმელში. თანაბარი ცეცხლის შემთხვევაში, ზევიდან და ქვევიდან 25-30 წუთში მზად იქნება ნანატრი ნამცხვარიც.

კეთილი განზრახვით, ქეთი ასათიანი

Advertisements

Entry filed under: გურმანი.

ჩარჩენილი ქართული ბალეტის დიდოსტატი

11 Comments Add your own

  • 1. EKa  |  იანვარი 4, 2010, 7:26 PM

    ugemrielesi namcxvaria damijeret..gaaketet da isiamovnet…

    პასუხი
  • 2. sali  |  იანვარი 4, 2010, 7:36 PM

    ui ra kaiaaa ketii…madlooob… :):) aucileblad gvaketeeb…zustad samarxo namcvxris recepti mchirdeboda 😀

    პასუხი
  • 3. iako  |  იანვარი 4, 2010, 8:03 PM

    dgesve davacxob… damewvevi keti? 🙂

    პასუხი
  • 4. iako  |  იანვარი 4, 2010, 8:06 PM

    dgesve davacxooob…. tu ginda damewvie ketiii 🙂

    პასუხი
  • 5. giagia  |  იანვარი 4, 2010, 8:07 PM

    gemrieli iqneba…. etyoba 🙂

    პასუხი
  • 6. niiiin  |  იანვარი 4, 2010, 8:37 PM

    dzalian miyvars es namcxvari 🙂 ramdenime kviris cin chemma dakalma scada gamocxoba, magram ratomgac ar gamouvidaa.. me exla am receptit vecdebi gaketebas 🙂

    პასუხი
  • 7. Niniko  |  იანვარი 4, 2010, 8:55 PM

    namdwilad mshwnieri namcxwaria! dzalian shwelis marxwis dros, zamtarshi, tkbileulobaze mocharbebul motxownilebas…chemgan kidew erti rchewa: gamoacxwet namcxwari saywarel dedastan ertad da gansakutrebit gemrieli da ganumeorebeli gamowa:)

    პასუხი
  • 8. Omar Pirtskhelava  |  იანვარი 5, 2010, 6:21 PM

    didi amdloba qetis, cxovrebashi ar mimarxulia da gadavckvite marxvis dros davagemovno es mshvenieri namcxvari…

    P.S. Da tan chems colis kulinariasac erti recepti sheemateba

    პასუხი
  • 9. tamta  |  იანვარი 6, 2010, 3:19 PM

    mshvenieri recepTia, magram namcxvars gamocxobac unda : )) da mere sTumrebis mopaTijeba, chaize : ))

    პასუხი
  • 10. vano  |  იანვარი 7, 2010, 6:52 PM

    dzaan gemrieli ikneba. ratomac ara???

    პასუხი
  • 11. sofo  |  იანვარი 11, 2010, 3:42 PM

    ra magaria 🙂 martla gemrieli ikneba 🙂 madloba avtors receptistvis… gamoacxveeeeeet :P:))))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: