ქართული ბალეტის დიდოსტატი

იანვარი 3, 2010 at 4:40 PM 9 comments

ცეკვის დიდოსტატი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ერთ უბრალო, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამა-მიხეილ ჭაბუკიანი, დურგალი გახლდათ. დედა- ელენე ლიახი მკერავად მუშაობდა. ვახტანგ ჭაბუკიანი 9-სულიან ოჯახში რიგით მე-6 შვილი იყო. ისინი ფიქრის გორაზე, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. შემდეგ მათი სახლი საჯარო ვაჭრობით გაიყიდა, რადგან მიხელს ბევრი ვალი დაუგროვდა. ამიტომაც მან ცოლ-შვილთან ერთად ანანურის ქუჩაზე ერთოთახიან ბინას შეაფარა თავი. ვახტანგი მეტად ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყო. ერთხელ ზედა სართულიდან ჩამოვარდა, რის გამოც ის 3 თვის განმავლობაში სარეცელს იყო მიჯაჭვული და სიკვდილს ებრძოდა. მკურნალობის შედეგად, ფეხზე წამოდგა. ვახტანგი ვერის დაწყებითი სკოლის მოსწავლე და ამავე დროს შევალიეს სახელოსნოს შეგირდი გახლათ. გამოცდილმა პედაგოგმა, შევალიემ, შეამჩნია, რომ ვახტანგი როგორც კი დროს მოიხელთებდა, მაშინვე ცეკვას იწყებდა. შევალიე მიხვდა, რომ ბიჭუნა ცეკვისთვის იყო დაბადებული. დახმარება გადაწყვიტა და ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში ერთადერთი კერძო ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელ მარიამ პერინისთან მიიყვანა. სტუდიაში მისვლისთანავე ვახტანგს უსიამოვნება შეემთხვა. გოგონებმა უარი განაცხადეს ტანდაბალ კავალერთან ცეკვაზე. ამიტომაც იყო, რომ ის გასამაღლებლად მთელი წელი ძელთან ვარჯიშობდა. ამის შემდეგ ჭაბუკიანების ოჯახი სასულიერო სემინარიის პირდაპირ, უპატრონოდ მიტოვებულ ქოხში შეასახლეს. ერთ დღეს შევალიეს შეგირდებმა კონცერტი გამართეს. ვახტანგმა მაყურებლებისა და პედაგოგის დიდი მოწონება დაიმსახურა. თეატრის მოტრფიალე მოცეკვავეს განსაკუთრებით იზიდავდა ოპერა, თუმცა იქ შეღწევა მისთვის დიდი პრობლემა იყო, რადგან 16 წლამდე ბავშვებს არ უშვებდნენ, არც ბილეთის საყიდელი ფული ჰკონდა. იგი იმ ბავშვებთან ერთად იპარებოდა თეატრში, რომლებიც ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერში” მონაწილეობდნენ. შევალიეს სახელოსნოში დადგმული ცეკვების წარმატებამ ვახტანგი გაახალისა და უფრო თამამი გეგმები დაუსახა. მან პერინის სტუდიელებისგან მოცეკვავეთა ჯგუფი შეადგინა და დაიწყო მზადება. ისეთი საბალეტო ნომრები დადგა, რომლებიც სცენაზე არ ჰქონდა ნანახი.

იოსებ გრიშაშვილი ვახტანგის შესახებ თავის რეცენზიაში წერს: “სტუდიაში სწავლობს ახალგაზრდა ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელიც დიდ იმედებს იძლევა. საჭიროა, ყურადღება მიექცეს მას, რადგან ქართულ ოპერასთან ერთად ქართული ბალეტის შექმნისთვის ჭავუკიანი ერთი პირველთაგანია”. მალე ვახტანგი ოპერის თეატრში სტაჟიორად ჩაირიცხა. ახლა მის ოცნებად ლენინგრადი იქცა, სადაც მას ცოდნის გაღრმავება სურდა. გასამგზავრებელი ფულის საშოვნელად რესტორანში დაიწყო ცეკვა. ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს პალტოს გარეშე, მოკლეშარვლიანი, სიცივისგან აცახცახებული მიადგა და სასწავლებელში მიღება ითხოვა. პედაგოგები მოიხიბლნენ მისი ნიჭით და ჩარიცხეს. ამ პერიოდში ის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ლენინგრადის თეატრში ვახტანგმა კარმენი დადგა, სადაც სახასიათო როლი თავად შეასრულა, მინკუსის “დონკიხოტშიც” ბაზილიის პარტია დაეკისრა. სამშობლოში დაბრუნებული ვახტანგი ბალეტის თეატრის ქორეოგრაფიული ნაწილის გამგედ დაინიშნა. 1939 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს და დამსახურებული არტისტის წოდებაც მიანიჭეს. სამამულო ომის დროს საბჭოთა მთავრობამ თვალსაჩინო მოღვაწეთა ევაკუაციას მიჰყო ხელი. ვახტანგი სამშობლოში დაბრუნდა. მისი წყალობით ქართულმა ბალეტმა ძლიერ იცვალა სახე. საზოგადოება აღტაცებული იყო და ყველას უკვირდა, 3 თვის განმავლობაში როგორ გარდაქმნა ბალეტმაისტერმა მთელი დასი. დაიდგა “ოტელო”, რომელმაც ცეკვის დიდოსტატი წარმატების მწვერვალზე აიყვანა. ყველას ერთი სურვილი ამოძრავებდა, მოეხერხებინა და დასწრებოდა ამ სპექტაკლს. “ოტელო” საზღვარგარეთაც სრული ანშლაგით მიმდინარეობდა. 1958 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. 1972 წლიდან ვახტანგს ოპერაში აღარ უმუშავია. 1992 წლის 6 აპრილს ცეკვის დიდოსტატი მარადისობაში გადასახლდა, ამქვეყნად კი წარუშლელი სახელი დატოვა.

ქეთი ასათიანი

Advertisements

Entry filed under: პერსონა.

სამარხვო ვაშლის ნამცხვარი?-რატომაც არა დიეგო მარადონა, “მარადონალების” ღმერთი

9 Comments Add your own

  • 1. sali  |  იანვარი 4, 2010, 7:32 PM

    momewonaa…am inpormacias namdvilad ar vplobdi… 🙂

    პასუხი
  • 2. sali  |  იანვარი 4, 2010, 7:33 PM

    am inpormacias namdvilad ar vplobdiii.. momewona

    პასუხი
  • 3. iako  |  იანვარი 4, 2010, 8:02 PM

    eseaaa nichi yoveltvis pasdeba :)))

    პასუხი
  • 4. giagia  |  იანვარი 4, 2010, 8:08 PM

    aseti nichierebi vart qartvelebi 😀

    პასუხი
  • 5. Omar Pirtskhelava  |  იანვარი 5, 2010, 6:31 PM

    es martlac magari mocekvave iko, samcuxarod es pirovneba arc ise cnobilia axal taobashi,da madlob am statiis avtors rom monaxa dro da dacera statia aset genialur pirovnebaze.

    პასუხი
  • 6. sofo  |  იანვარი 5, 2010, 8:30 PM

    ra sainteresoa… rac upro mets davcert aset qartvel mogveceebze, mit ufro kargi… madloba avtors…

    პასუხი
  • 7. niiiin  |  იანვარი 5, 2010, 9:38 PM

    unda viamayot eseti mocekvave rom gvyavda! kartveli axalgazrdoba nel-nela isev ubrundeba xelovnebas! dzalian mixaria! baleti chemi ert-erti usayvarlesi xelovnebis dargia da mixaria am temaze da tanac aset adamianze statiis cakitxva

    პასუხი
  • 8. tamta  |  იანვარი 6, 2010, 3:15 PM

    marTlac saintereso sTaTiaa.

    პასუხი
  • 9. ditogam  |  იანვარი 28, 2010, 4:12 PM

    უდიდესი მადლობა ესეთი საინტერესო სტატიისთვის. ეს ინფორმაცია მეც ნამდვილად არ გამაჩნდა. მე თვითონ ბალეტის დიდი მოყვარული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ბავშვობაში ოტელოს ნახვის შემდეგ ვახტანგის, ვერა წიგნაძისა და ზურა კიკალეიშვილის მიერ შესრულებულმა ცეკვამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ჭაბუკიანი არის ერთერთი ის ადამიანი, რომელმაც ნამდვილად დიდად გაუთქვა სახელი ჩვენს სამშობლოს. მაგრამ სამწუხაროდ მასზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია და თითქმის დავიწყებას არის მისული.
    ინტერნეტში ბევრი ძებნის შემდეგ სხვადასხვა ინფორმაცია მოვაგროვე, ზოგი ქართული სტატია, ზოგი რუსული და ზოგიც ინგლისური. გადავწყვიტე მისი ვებ გვერდის შევსება Wikipedia-ზე. youtube სისტემაში გამოვაქვეყნე რამდენიმე ვიდეო. თუ ვინმეს რაიმე საინტერესო ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ გენიალური ადამიანის შესახებ დაწერეთ.
    youtube-ზე ჩემი მისამართია
    http://www.youtube.com/user/ditogam
    ხოლო Wikipedia-ში კი დროებითი სამუშაო გვერდი გავაკეთე სადაც ვამუშავებ ჭაბუკიანზე ინფორმაციას.
    http://en.wikipedia.org/wiki/User:Ditogam
    თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, ძირითადათ თარგმნასთან დაკავშირებით, გთხოვთ მომწეროთ
    ditogam@gmail.com-ზე

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: