ვარდისფერი “სისხლი”

იანვარი 5, 2010 at 2:30 PM 5 comments

ავტორი: მარგო ჯაფარიძე

სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზოციურმა პარტიებმა 2009 წლის 7 ნოემბერი მშვიდობიანი აქციებითა და  მსვლელობებით აღნიშნეს. მათი ორგანიზებით შაბათ დილიდან რამდენიმე აქცია გაიმართა. დასკვნითი ნაწილი კი პარლამენტის წინ შედგა. დადგეს მოკრძალებული ტრიბუნა, ისეთი რომ ნანა კაკაბაძეს ორი მხრიდან თანამოაზრეები ეშველებოდნენ, მოიტანეს გენერატორი, რომელიც ნახევარ საათში გაუთვალისწინებელი პროცესების შედეგად და საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით გაითიშა, დაამონტაჟეს ხმის აპარატურა, რომელიც არადა არ ამუშავდა (მუშაობდა, მაგრამ სუსტი აკუსტიკურობის გამო, მხოლოდ ახლოს მდგომთ ესმოდათ გამომსვლელთა სიტყვა)
ჩემი სამოყვარულო მისია გახლდათ, ფოტოები გადამეღო საინტერესო ადამიანებისთვის. ვერც პირდაპირ, ვერც პაპარაცულად ჩვენს თანამოქალაქეებთან ვერაფერს გავხდი. ფოტოაპარატებისა და კამერების დანახვაზე ხალხს პანიკური შიში ეწყება: იმ დროს ახსენდებათ, რომ ბავშვი სადღაც ყავთ მარტო დატოვებული, ან სამსახურში ეჩქარება, ან ხასიათზე არ არის, ან სასურათედ არ მისულა იქ, ან შეკითხვას თუ დაუსვამ, საერთოდ იმ თემის აზრზე არ არის და არც აინტერესებს და ასე შემდეგ… რამდენიმე გადავიღე, მაგრამ რაღაც გაუგებრად ჩაიბურტყუნეს არასასიამოვნო კონტექსტში და შევეშვი. ვნანობდი რომ მივედი და თან არ ვნანობდი, იმიტიმ, რომ  შემთხვევით დავინახე სავარაუდოდ ჟურნალისტური მისიით ჩამოსული ჩვენი კოლეგა, გერმანელი  “რაინდი”, რომელმაც ჩემი და თანმხლები მეგობრების გული წამში მოინადირა. ჰოდა იმას მაინც გადავუღე.  როგორღაც გადავურჩი ლევან გაჩეჩილაძის რისხვას, ფოტოაპარატი ლამის სახეზე რომ ავაფარე. მერე ეროსი კიწმარიშვილმა ისეთი მზერა გვესროლა, რომ კამერები ჰაერში გაგვიშეშდა, ხოლო ერთმანეთთან გამოლაპარაკების შემდეგ აღმოვაჩინეთ, იმ მომენტში მისთვის არც ერთს ფოტო რომ არ გვქონდა გდანაღები.
გამოსვლები არ იყო ხანგრძლივი. გლოვის ნიშნად ახალგაზრდებს აფრიალებული დროშები დააშვებინეს, ყველას სანთლები დაანთებინეს. ვერ გავიგე, სად წამეღო ერთი მუჭა სანთელი, რომელიც მეც მომაწოდეს. მართლა გავოცდი და მეგობარს ვკითხე: მე არ მახსოვს თუ 7 ნოემბერს რომელიმე აქტივისტი დაიღუპა მეთქი?!
ბედნიერი სახეები მოაწყდა გია გაჩეჩილაძეს. ლამობდნენ, მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ და ისიც ცდილობდა, ას ოცდამერვედაც ისეთივე ენთუზიაზმით  გაეღიმა, როგორც თავდაპირველად. შემდეგ მოიტანეს ის ავადსახსენებელი “სისხლი”, რომელმაც დიდი აურზაური და შფოთი გამოიწვია რიგებში. რიგებში იმიტომ რომ, ორგანიზატორების იდეა იყო, ერთ ბანერზე მომიტინგეებს  დაეტოვებინათ თავიანთი ხელის მტევნის ანაბეჭდი, რაც ასეთ გზავნილს შეიცავდა: “არა ძალადობას”. რა თქმა უნდა, აფუთფუთდა საზოგადოება, მიაწყდა ბანერს. ქართულმა მოთმინების კულტურამ აქაც იჩინა თავი: აირია რიგები, ხალხი ერთმანეს მიაწვა, ააყირავეს “სისხლი”, სასწრაფოდ გამორთეს აპარატურა. დუსველდათ ფეხები, თავის შესამაგრებლად ჩასჭიდეს ერთმანეთს გასვრილი ხელები. დაიხედეს ქურთუკებზე და ახლა კი დაიწყო ნამდვილი აყალმაყალი, გალანძღეს ერთმანეთი და განიკითხეს მტყუან-მართალი. შეხალვათდნენ, დაიწყეს ლაქების მოშორება და ყველა ერთსადაიმავეს  კითხულობდა: მოშორდება თუ იცით?!

ვიდექი “სისხლის” გუბეში, ვაკვირდერბოდი და ვერაფრით მივმხვდარიყავი, რატომ ეცვათ ადამიანებს ვარდისფრად მოთხვრილი ქურთუკები, რატომ ჰქონდათ ვარდისფერი ხელები ან  რატომ ვიდექი ვარდისფერ ტბორში?!

Advertisements

Entry filed under: სოციალური.

დიეგო მარადონა, “მარადონალების” ღმერთი რობერტ პლანტი

5 Comments Add your own

  • 1. newwwmedia  |  იანვარი 5, 2010, 2:36 PM

    მარგო: მაპატიეთ, დამენანა გადაგდება და რა ვიცი, ავტვირთე 😀

    პასუხი
  • 2. MARIAMI  |  იანვარი 6, 2010, 5:14 PM

    საინტერესო რეპორტაჟია. კარგ სტილშია დაწერილი და რაც მთავარია, კარგი მომენტები გაქვს დაჭერილი. ძალიან მომწონს.
    წარმატებებს გისურვებ 🙂

    პასუხი
  • 3. mariami  |  იანვარი 6, 2010, 5:26 PM

    ჩემი აზრით, გადასაგდებად მართლა ცოდო იყო. მომეწონა, საინტერესოდაა მოწოდებული დღევანდელი ქართული რეალობა :):)

    პასუხი
  • 4. tiko  |  იანვარი 6, 2010, 5:43 PM

    მარგო
    შენი პოსტი მომეწონა, საინტერესოა და სუფთა საბლოგე მასლაა, ასე ვთქვათ 🙂 ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე… კაგია, რომ არც ეროსის და არც გაჩეჩილძის სურათები არ გაქვს დადებული 🙂 მარტივი და სახალისო ენით გიწერია.

    ის გერმანელი რაინდი, მეც მყავს ნანახი.. და სულაც არ მიკვირს, რომ შენი და შენი მეგობრების გული მოინადირა 🙂
    წარმატებებს გისურვებ!

    საერთოდ მომწონს შენი ნაწერები 🙂

    პასუხი
  • 5. ანანე  |  იანვარი 9, 2010, 9:35 PM

    რა უნდა გადაგეგდო კაცო… ნუ გადამრევ… მე ხომ ვიცი რა მაგარი რაღაც დაგიწერია… მეც იქ არ ვიყავი? მართლა კარგი რეპორტაჟია.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: