მადამ . . . მოდა

იანვარი 7, 2010 at 4:39 PM 21 comments

NINO AXALADZE

“If you’re born without wings, do everything you can to grow some”
 
            გაბრიელ ბონერ შანელი… ქალაქ მულენის ახალგაზრდა, არაფრით გამორჩეული ვოკალის მქონე მომღერალი… ეს სახელი ბევრისთვის, შესაძლოა, არაფრისმთქმელი იყოს. თუმცა, ეს ის ქალბატონია, რომელიც მხიარულ სიმღერა “კო კო რი კო”-ს მღეროდა კაბარეში და ზედმეტსახელად კოკო შეარქვეს. მეოცე საუკუნეში კი სამი ათწლეულის მანძილზე იგი მოდის სამყაროს მართავდა და ჟურნალ “TIME”- ის მიხედვით, საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შევიდა.
 
           გაბრიელ “კოკო” შანელი 1883 წელს საფრანგეთში, ქალაქ სომურში, გლეხების ოჯახში დაიბადა. მას 5 დედმამიშვილი ჰყავდა. კოკო 12 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, მამამ კი ოჯახი დატოვა სამუშაოს მოსაძებნად. სწორედ ამის გამო გოგონამ შვიდი წელი ობოლთა თავშესაფარში გაატარა, სადაც მან მკერავის ხელობა ისწავლა. 18 წლის კოკო თავშესაფრიდან წამოვიდა მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ პატარა ქალაქ მულენში კაბარეს მომღერალი გამხდარიყო. შემართების მიუხედავად, მისი სასცენო კარიერა არ შედგა, თუმცა ამ დროს იგი შეხვდა ეტიენ ბალსანს. ის გამორჩეული, ყველასგან განსხვავებული მამაკაცი იყო… და ამასთანავე, გამორჩეულად მდიდარიც-მისი ოჯახი ქსოვილის დიდ ქარხანას ფლობდა. ბალსანთან შანელი ფუფუნებაში ცხოვრობდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან სხვადასხვა დიზაინის ქუდების შექმნა და ეს ინტერესი თანდათან გაუღრმავდა.
 
             

თავად წყვილის ურთიერთობა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი-კოკომ თავად მიატოვა ეტიენი და პარიზში გაემგზავრა. აქ მან აიხდინა ოცნება და გახსნა პირველი ბუტიკი, რომელშიც მოდური ქურთუკები და საწვიმარები იყიდებოდა. ომის წინა პერიოდში ახალგაზრდა დიზაინერი შეხვდა ეტიენ ბალსანის ყოფილ მეგობარს, არტურ კეიპელს. სულ მალე კოკო უკვე შეყვარებული იყო ამ ადამიანზე. მათ ათი წელი გაატარეს ერთად და მადამ შანელის ბიოგრაფების გადმოცემით, კეიპელი ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელიც კოკოს უყვარდა ცხოვრების მანძილზე.
                   
              

მისივე ფინანსური მხარდაwერით გაიხსნა შანელის მეორე მაღაზია. ამ დროისთვის მისი სახელი უკვე იმდენად ცნობილი იყო, რომ მის ქუდებს სახელგანთქმული მსახიობი ქალბატონები ატარებდნენ. შანელის მესამე ბუტიკში წარმოდგენილი იყო ქალის სპორტული სამოსი. ის 1913 წელს, ქალაქ დუვილში გაიხსნა.
               მოგვიანებით, როდესაც შანელის სახელი უკვე ცნობილი იყო არისტოკრატიულ წრეებში, დიზაინერმა გულისამაჩუყებელი ამბავი შეთხზა თავისი ბავშვობის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, მამა გასამდიდრებლად ამერიკაში გაემგზავრა, შვილი კი გულცივ შინაბერა დეიდებს დაუტოვა გასაზრდელად. მადამ კოკო, ასევე, ცდილობდა ყველასთვის დაეჯერებინა, რომ დაიბადა არა 1883, არამედ 1893 წელს და დედა, შესაბამისად, 12 წლის ასაკში კი არა, 2 წლისას გარდაეცვალა.                 1925 წელს კოკო შანელის მუზა კემბრიჯის მარკიზის ქალიშვილი, ვერა ლომბარდი გახდა და მასზე წიგნიც დაწერა. ლომბარდიმ ერთგვარი ხიდის როლი შეასრულა კოკოსა და იმდროინდელ ნაღებ საზოგადოებას შორის. მანვე გააცნო შანელს თავისი ბიძა, ვესტმინსტერის ჰერცოგი, რომელმაც ხელიც კი სთხოვა მას, მაგრამ უარი მიიღო. ქალბატონმა შანელმა ამაყად განაცხადა: “There have been several Duchesses of Westminster. There is only one Chanel”.
                1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, შანელმა დახურა თავისი მაღაზიები, რადგან თვლიდა, რომ ასეთ ვითარებაში მოდის დრო არ იყო..პარიზში თავისი ვიზიტებისას იგი სასტუმრო Ritz-ში ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას აკრიტიკებდნენ გერმანელ ჯაშუშთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო.
                1943 წელს, ოთხწლიანი განშორების შემდეგ, იგი ერთობლივი მუშაობის განსაახლებლად, დაუკავშირდა ვერა ლომბარდის, რომელიც იმ დროს რომში ცხოვრობდა. თუმცა ეს მხოლოდ სატყუარა იყო და ნაცისტური გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის საბოლოო მიზანი ლომბარდის ნათესავთან, სერ უინსტონ ჩერჩილთან საიდუმლო კავშირის დამყარება იყო. ლომბარდიმ უარი განაცხადა შეხვედრაზე. მალე ის დაიჭირეს, როგორც ბრიტანეთის ჯაშუში, მოგვიანებით თავად კოკო შანელიც დააკავეს, როგორც თანამზრახველი, თუმცა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ჩარევის შედეგად, სასამართლო პროცესი აღარ შედგა.
               1945 წელს უკვე ცნობილი დიზაინერი შვეიცარიაში გაემგზავრა და პარიზში მხოლოდ 1954-ში დაბრუნდა. მისმა ახალმა კოლექციამ, კოკოს ნაცისტებთან ურთიერთობის გამო, პარიზელებზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა ბრიტანელები და ამერიკელები მას აღფრთოვანებით შეხვდნენ.
              1969 წელს ბროდვეის თეატრში ქეთრინ ჰეფბერნმა შეასრულა ქალბატონი შანელის როლი მიუზიკლში “კოკო”. სპექტაკლი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მარკ ჰელინჯერის თეატრში 329-ჯერ ითამაშეს.                2008 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ამერიკული ფილმი კოკო შანელზე. 70 წლის დიზაინერის როლს შირლი მაკლაინი თამაშობდა. ფილმში წარმოდგენილი იყო მადამ შანელის სასიყვარულო ურთიერთობებით გადატვირთული ცხოვრება, ნაცისტებთან და სამეფო ოჯახთან კავშირის ფაქტები კი სცენარში არ მოხვდა.
             2009 წელს ოდრი ტატუმ ითამაშა ახალგაზრდა შანელი. სათაურის შესაბამისად, მასში აღწერილია Coco avant Chanel  – ანუ კოკო, სანამ შანელი გახდებოდა.
 
           

                   ამ ქალბტონის ცხოვრებაში ბევრი რომანი იყო, თუმცა, არცერთი მათგანი არ დასრულებულა ოჯახური იდილიით. მისთვის ძვირფასი მამაკაცები შანელისთვის ერთგვარ მუზას წარმოადგენდნენ. მაგალითად, მის ცხოვრებაში დიდი თავადი დიმიტრი პავლოვიჩის გამოჩენას მოჰყვა სახელგანთქმული სუნამო შანელ #5—ის შექმნა;              ვესტმინსტერის ჰერცოგმა, ჰიუგო რიჩარდ არტურმა, მას ტრადიციული ინგლისური ნაჭრის, ტვიდის კოლექციის იდეა მიაწოდა; 1926 წელს კი კოკომ მოდის სამყაროს აჩუქა თავისი ცნობილი “პატარა შავი კაბა”. ამ პერიოდში მისი მორიგი სიმპათია სერგეი დიაგილევი იყო. შანელი მის სპექტაკლებზე ხშირად დადიოდა და ერთხელ მან აღმოაჩინა, რომ გადაიღალა თეატრში შეკრებილი საზოგადოების ჭრელი სამოსის ყურებით და საღამოს, სახლში მისულმა, “პატარა შავი კაბა” შექმნა.              ქალბტონი, რომელიც სამი ათწლეულის მანძილზე მოდის სამყაროს მართავდა და ყველა მამაკაცისათვის სასურველი გულისსწორი იყო, სიმარტოვეში, გულის შეტევით გარდაიცვალა, 1971 წელს, 88 წლის ასაკში. იგი შვეიცარიაში დაკრძალეს.
             გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მადამ კოკო შანელმა თქვა: “ყოველთვის ჩემს ვნებებზე ძლიერი ვიყავი, თუმცა, ვეჭვობ, ყველასათვის ცნობილი შანელი გავმხდარიყავი მამაკაცების დახმარების გარეშე”.
 

“I do not like when people speak of the Chanel fashion. Chanel is, above all, a style. Fashion passes, style remains.”

Advertisements

Entry filed under: პერსონა.

ასე ვოცნებობ მთელი ზამთარი ზაფხულზე კიდევ მიდიან

21 Comments Add your own

  • 1. tamta  |  იანვარი 7, 2010, 5:11 PM

    nu, am qalma mTeli epoqa sheqmna!! dzaan sainTereso sTaTiaa, bevri ragac gavige, rac ar vicodi!

    პასუხი
  • 2. giagia  |  იანვარი 7, 2010, 5:22 PM

    dzalian saintereso statiaaa…

    პასუხი
  • 3. iako  |  იანვარი 7, 2010, 5:25 PM

    dzaaan saintereso inpormaciaaa…. bevri ram ar vicodii …. dzalian momewona statia…

    პასუხი
  • 4. salome  |  იანვარი 7, 2010, 5:26 PM

    ra sainteresoaa…. ra dzlieri qalia…moda sheqmnaaa… kaiaa kai 🙂

    პასუხი
  • 5. giagia  |  იანვარი 7, 2010, 5:27 PM

    momewona…sainteresoa

    პასუხი
  • 6. irma  |  იანვარი 7, 2010, 5:28 PM

    chemi usayvarlesi brandi… dzalian momewona statiaaaa

    პასუხი
  • 7. irma  |  იანვარი 7, 2010, 5:28 PM

    yvelaze magari brandia chanel… kai statiaaa….

    პასუხი
  • 8. qeti  |  იანვარი 7, 2010, 5:32 PM

    dzalian saintereseo statiaa, dzalian bevri saintereso ram gavige shanelze. gansakutrebit ki bolo citata momewona

    პასუხი
  • 9. mari  |  იანვარი 7, 2010, 6:15 PM

    momewonaa dz dz magariaaaaa

    პასუხი
  • 10. vano  |  იანვარი 7, 2010, 6:20 PM

    dzalian sainteresoa martla. qalebo am qals umadlodet aset silamazes. (chacmis mxriv vgulisxmob)

    პასუხი
  • 11. newwwmedia  |  იანვარი 7, 2010, 6:46 PM

    მარგო: კაია, წინ მივდივართ 😀

    პასუხი
  • 12. qetiii  |  იანვარი 7, 2010, 6:49 PM

    martlaa sainteresoo statiaaa 🙂 am qalma moda sheqmna 🙂

    პასუხი
  • 13. niiiin  |  იანვარი 9, 2010, 4:20 PM

    dzalian momecona statia!!! akamde martla ar vicodi am legendaruli kalis biografia. Chanel is a style – asetive statia iyo zustad stylish 😉

    პასუხი
  • 14. Niniko  |  იანვარი 10, 2010, 3:50 PM

    didi madloba awtors arachweulebriwi statiistwis da qalbaton chanels ki patara shawi kabisatwis:)

    პასუხი
  • 15. KTS  |  იანვარი 11, 2010, 11:36 AM

    dzalian saintreso statiaa. dzalian mciri informacia mkonda chanelis shesaxeb da am statiam shemikmna carmodgena. rac sheexeba chanels arachveulebrivi STILI hkonda (rogorc tavad tkva). gansakutrebit pirvel suratze gavgijdi

    პასუხი
  • 16. sofo  |  იანვარი 11, 2010, 3:34 PM

    dzalian saineteresoa. martla bevri ram gavige. avtors didi madloba :)))

    პასუხი
  • 17. ninaka  |  იანვარი 11, 2010, 4:09 PM

    statiis cakitxvis shemdeg madam Chanelze gadagebuli pilmebis naxva mominda dzalian…

    პასუხი
  • 18. tiko  |  იანვარი 11, 2010, 7:04 PM

    dzalian sainetereso statiaa,statiis avtorma gaacocxla modis legenda…

    პასუხი
  • 19. nato  |  იანვარი 12, 2010, 8:59 AM

    coco chaneli erti-erti yvelaze cnobadi saxea modis samyaroshi,amitom kidev ertxel didi simaovovnebit gavecani mis cxovrebasada mogvaweobas…tan bevri iseti ragac gavige,rac ar vicodi chanelis shesaxeb..didi madloba statiis avtors 🙂

    პასუხი
  • 20. nodo  |  იანვარი 12, 2010, 5:03 PM

    mamakacebs dzalian mogvwons chanelis tanisamosshi gamowyobili qalebi,daxvewili stilita da eleganturobit.martlac ,”Chanel is,above all, a fashion”.momewona statia dzalian 🙂

    პასუხი
  • 21. Tako  |  იანვარი 12, 2010, 9:16 PM

    wow, dzaan mafariaaa. dzaaan sainteresoaaa!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: