კიდევ მიდიან

იანვარი 8, 2010 at 3:16 PM 6 comments

ავტორი: მარგო ჯაფარიძე
თურმე რატომ მრავლდება სამშენებლო

მასალების მაღაზიები ქუთაისში

ბავშვი ავად გახდა. ერთი წლის უშედეგო მკურნალობის შემდეგ სწორი დიაგნოზი დაუსვეს: ფენილკეტონური, ანუ ჭარბი ცილა ტვინის უჯრედებზე, რაც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობას აქვეითებს. თურმე შხამი ყოფილა დედის რძე, ერთი წელი რომ ასვამდა დედა. შედეგი გარდატეხის ასაკის გადალახვის შემდეგ გამოჩნდებოდა, მანმადე კი უნდა ეჭამა სპეციალური საკვები, რომელიც უცხოეთიდან შემოჰქონდათ და ერთი კვირის ულუფა სამოცდაათი დოლარი ღირდა. ოჯახში რომ აღარაფერი დარჩა გასაყიდი, მამამ გადაწყვიტა, საბერძნეთში წასულიყო სამუშაოდ, მითუმეტეს, რომ დები უკვე წელგამართულნი იყვნენ იქ. საკვები გაიაფდა, მერე უფასოდაც რიგდებოდა. მამა მაინც არ დაბრუნდა. რეკავდა სახლში, აგზვნიდა ფულს, ცოტას. ერთხელაც ირმას მულებმა დაურეკეს, საქმე ცუდადაა, ჩამოდი, თორემ ოჯახი დაგენგრევაო.
ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი ირმასთან და ვერ ვგრძნობდი სოფლის სიცარიელეს, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობდა სამი ახალგაზრდა დედა: ირმა, ბათია და ლიკა, და ბავშვები, რომლებთან ერთადაც მე ბევრი სასიამოვნო ზაფხული გამიტარებია. ირმა უკვე წავიდა, ლიკაც იგივე მიზეზით მიდის ქმართან. წელს აღარ ვაპირებ იქ ჩასვლას: საშინელი სანახავია იმერეთის ერთ-ერთი სოფელი, დიდველა, მოუვლელი მოხუცებითა და უდედმამო ბავშვებით.
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე რომ გაიაროთ თვალში გეცემათ უამრავი “ოფისი” (რომელიც წასულებს, წასვის მსურველებსა და აქ დარჩენილებს ემსახურება) და სამშენებლო მაღაზიები. ახლა მივხვდი, რატომ არის სამშენებლო მასალების მაღაზია მომგებიანი ბიზნესი ქუთაისში. იმიტომ, რომ ყველა ემიგრანტი სახლს იშენებს, იმერეთში კი თითო ოჯახში საშუალოდ თითო ემიგრანტია.
ამასწინად გადავწყვიტე, საბერძნეთში ავტობუსით წავსულიყავი და კარგი თანხაც დამეზოგა: 100 დოლარი ჯდება თბილისი-ათენის ავტობუსის ბილეთი, როცა თვითმფრინავით მგზავრობა ორას ორმოცდაათიდან სამას ორმოცდაათ ევრომდე მერყეობს. მერე გავიგე, თურმე ამ ავტობუსებით მგზავრობდნენ არალეგალებიც, რომლებსაც სავარძლის ქვეშ სპეციალურად გაკეთებულ სივრცეში მალავენ. ამ ბილეთის სანაცვლოდ 3 000 ევროს იხდიან. წარმოიდგინეთ, რა გრძნობაა, როცა შენი სავარძლის ქვეშ ვიღაც ძლივს სუნთქავს. ძლივს, იმიტომ, რომ საბაჟოებზე გადასვლისას ვენტილაციას გათიშავენ და შესაძლოა, უჰაერობამ გაგუდოს.


ერთი კვირის წინ მე და ირმამ ვიდეოთვალით ვისაუბრეთ. მშვიდობით ჩავიდა: ვენტილაცია დროზე მეტ ხანს იყო გამორთული ხანგრძლივი შემოწმების გამო, მაგრამ გადაურჩნენ. ეს არაფერია იმ მგზავრობასთან  შედარებით, ადრე რომ იყო ხოლმე: მისმა ნათესავებმა მუხლებზე დაჩოქილებმა იარეს ღამით ტყეში. დღისით ეშინოდათ, ვინმეს არ შეემჩნიათ, სამაგიეროდ ღამით არ ეპუებოდნენ მგლებს, სულ ახლოდან რომ ესმოდათ ყმუილი.
დღეს ბევრი “ოფისია” არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ თბილისშიც, ცენტრალურ ავტოსადგომზე, რამდენიც გინდათ იმდენი. იხვეწებიან ავტობუსის ბილეთს 100 დოლარად, ოთხმოცადაც იშოვით თუ არ დაიზარებთ და რამდენიმეს  ესტუმრებით. არავინ ინტერესდება, რეალურად რას საქმიანობენ ასეთი ტურისტული ოფისები. უფრო სწორედ, ყველამ იცის რისთვის არსებობენ ისინი, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს.
2006 წლის დაუზუსტებელი მონაცემებით საზღვარგარეთ მილიონზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. და ვინ იცის ზუსტად, რამდენი წავიდა კიდევ და რამდენი დაბრუნდა.  თუმცა არ არის საკამათო, რომ ყოველწლიურად სხვადასხვა განზრახვით უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ვიდრე უკან ბრუნდება.
“რომ იცოდე, რებს აკეთებენ აქ ქართველები”- მითხრა ირმამ- “რას აღარ! რომ უკვდებათ “ბებიები” და “ბაბუები”, ეზრდებათ “შვილობილები”, უმუშევრები რჩებიან. იქ ცალკე ოჯახები აქვთ: ისინი და მათი საყვარლები, ერთად ცხოვრობენ, ერთად არიან ყველგან და არც კი სცხვენიათ იქ მყოფი ახლობლების”. ერიდებიან უცნობ ქართველებს. მამაკაცების სამსახური ჭირს, ალბათ, ცოტა ქართველი თუ წარმოგვიდგენია მებაღე, სარწყავით ან დამტარებლად პიცებით ხელში. ამიტომ ზოგიერთი სამსახურს ვერ ეგუება და ოჯახებს ქურდობით არჩენს.
გამარტივდა დროებითი მოქალაქის საბუთის აღება. ამიტომ  უფრო ცივილიზებული ფორმით უწევთ ცხოვრება. აღარ ეშინიათ ქუჩაში სიარულის, ჩამოდიან ახლობლების სანახავად და მერე უკან ბრუნდებიან.

ახლა ირმას შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ: ერთი დედასთან, მეორე- დედამთილთან. ის სანამ ჩამოვა, ბავშვები გაიზრდებიან, აბა, მეორე სართულის გარემონტებას ცოტა დრო უნდა?! მანმადე კი დამპირდა, რომ გამომიგზავნის ახალ KAPPA-ს ჩანთას, ნაღდი ALL STAR-ის კედებს, ZARA-სა და MANGO-ს ზედებს, იქ ცენტებად რომ ყრია.

Entry filed under: სოციალური.

მადამ . . . მოდა დაუვიწყარი საირმე

6 Comments Add your own

  • 1. newwwmedia  |  იანვარი 8, 2010, 5:17 PM

    მარგო: ნუ გეზარებათ კომენტარის წერა, fuf 😐 მითუმეტეს ასეთ თემაზე

    პასუხი
  • 2. Sun  |  იანვარი 8, 2010, 8:55 PM

    ara, namdvilad ar mezareba, arc wakitxva damezara, dzalian mtkivneuli temaa, guli chamcyda. mixaria is rom aset temebzec iwereba da tan dzalina kargad wer minda gitxra kidev ertxel 🙂 amomwuravi iyo da ara mideb_modebuli yvelaferze. igrdznoba tan, rom yvelaferi sheni modzebnili da nawvalebia, gifaseb da giwoneb. 🙂

    პასუხი
  • 3. ანანე  |  იანვარი 9, 2010, 9:30 PM

    ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მეც რამდენი მსმენია მსგავსი ამბების შესახებ. გაიხვეტა მთელი ქვეყანა.

    ისე სატაური მომეწონა ძალიან… მგონია კარგია, რომ სათაურის მიხედვით არ ვითარდება ყველაფერI და ადამიანურ ისტორიაზეა ყურადღება გამახვილებული…

    პასუხი
  • 4. LoLa  |  იანვარი 11, 2010, 3:39 PM

    Ho, mec dzalian momwons is, rom adamianebis magalitze gviyveba ambavs da gaugebari cifrebit da statistikit ar gvitenis tvins. ase ufro axloa da gasagebi.

    პასუხი
  • 5. ME  |  იანვარი 11, 2010, 3:42 PM

    Tan uazro mowodeba araa, megobrebo modi ertad vebrdzolot amas, ertad davamarcxot uxilavi mteri da msgavsi ragaceebi. giyveba da neba ibodze, tvini gaandzrie da dafikrdi. gaidzulebs ifikro. vot tak!

    პასუხი
  • 6. ninaka  |  იანვარი 11, 2010, 4:07 PM

    dzalian mtkivneuli temaa.. martlac, vin icis ramdenia ese samushaod casuli qartveli… dzalian momecona statia, sainteresod gadmocemuli realur adamianebsa da gancdebzea

    პასუხი

Leave a reply to ანანე კომენტარის გაუქმება

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos